ჩუხჩარეხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 18: ხაზი 18:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017
 
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017
[[კატეგორია:ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის მოხელეები ძველ საქართველოში]]
+
[[კატეგორია:მოხელეები ძველ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]]

15:36, 8 ივნისი 2018-ის ვერსია

ჩუხჩარეხი - ტერმინი ჩუხჩარეხი დასტურდება XII-XV საუკუნეების ნარატიულ და დოკუმენტურ წყაროებში. მისი ეტიმოლოგია მთლად ნათელი არ არის. რადგან ჩუხჩარეხის სემანტიკური ვარიანტები უკავშრდება ტერმინ „ეზოს“ (ეზოთუხუცესი-ჩუხჩერახი, ეზოს ჩუხჩერახი), პ. ინგოროყვამ იგი დაუკავშირა „ეზოთუხუცესის“ თანამდებობას და მეფის პირადი სპასპეტის აღმნიშვნელ სახელწოდებად მიიჩნია.

კეკელიძე მას ბიბლიურ სამხედრო ინსტიტუტად მიიჩნევდა და განმარტავდა, როგორც „წინამსრბოლს“, „წინმავალ“ მოხელეს და მეფის სხეულის დაცვის უფროსს. შ. ბადრიძემ ტერმინი ეტიმოლოგიურად ირანულ „ჩუხას“ (პატრულს) დაუკავშირა და იგი მეფის საპოლიციო დაცვის უფროსად მიიჩნია. ი. ანთელავამ, „მეფის კურთხევის წესზე“ დაყრდნობით, სადაც „ეზოთუხუცესი, ჩუხჩარეხი“ და მეაბჯრეთუხუცესი ცალცალკე მოიხსენიება („ეზოთუხუცესსა ჩუხჩარეხსა, მეაბჯრეთუხუცესსა, სამეფო ფარი და ლახტი ჰქონდეს და ქარქაში; უკან უდგეს მეფესა“), გარკვეული კორექტივებით, გაიზიარა პ. ინგოროყვას შეხედულება და მოცემულ კონტექსტში „მეაბჯრეთუხუცესი“ ჩუხჩარეხის განსაზღვრებად გაიაზრა. მისი მოსაზრებით, სასახლის ცერემონიალების დროს ჩუხჩარეხის მეაბჯრეთუხუცესობა და მეფის უკან დგომა მისი ძველი ფუნქციების გამოძახილს წარმოადგენდა, რაც ამ დროს საპატიო მოვალეობად უნდა ყოფილიყო ქცეული. ჩუხჩარეხობა თამარის დროსაც საპატიო თანამდებობად მიაჩნდა ივ. ჯავახიშვილს. ასეთი ფუნქციით ჩანს იგი გიორგი III-ის გარდაცვალებასთან (1184) დაკავშირებულ გლოვის ეპიზოდში და თამარის მიერ ახლად დამტკიცებულ დიდმოხელეთა ჩამონათვალში, სადაც ჩუხჩარეხად დასახელებულია მარუშიანი, ძე ჩუხჩარეხისა, რომელიც სხვა საპატიო დიდებულთა მსგავსად თამარმა „დასხნა სასთაულითა“. ჩუხჩარეხის საპატიო თანამდებობად გადაქცევა უნდა გამოეწვია XI-XIII სს-ებში ქართული სახელმწიფოს მმართველობითი აპარატის სტრუქტურულ დანაწევრებას, რის შედეგადაც მეფის პერსონისა და საწოლის დაცვის ფუნქცია ჩამოსცილდა ეზოსმოძღვარ-განმგეთუხუცესის უწყებას და ცალკე, მესაწოლეთუხუცესის უწყების ხელში გადავიდა.

ჩუხჩარეხი, როგორც მეფის პირადი აბჯრისმტვირთველი, ისევე, როგორც ზარადხანის მმართველი მეაბჯრეთუხუცესი, ამირსპასალარის უწყების მოხელე ჩანს - „მეფის კურთხევის წესის“ თანახმად, იგი ამირსპასალარის „კერძო ვიდოდა“. გვიანდელ შუა საუკუნეებში ეზოსმოძღვარ-განმგეთუხუცესის ფუნქციები გადანაწილებული ჩანს ქარხნის ნაზირსა და სუფრაჩს შორის (ვახუშტი).

ჩუხჩარეხები. XII-XV სს.

წყაროები და ლიტერატურა

ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი 1959: 23, 33; ხელმწიფის კარის გარიგება 1965: 81, 93, 94; წესი და განგება მეფეთ კურთხევისა, 1965: 51; ვახუშტი 1973: 32; ჯავახიშვილი 1982: 324; კეკელიძე 1941: 11-17; ინგოროყვა 1963: 564; სურგულაძე 1961: 327-328; ბადრიძე 1970: 12; ანთელავა 1983: 70-72, 77-79, 85.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები