მომწამვლავი ნივთიერებები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მომწამვლავი ნივთიერებები''' – მაღალტოქსიკური ქიმიური შენა...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:ნივთიერებები]] | [[კატეგორია:ნივთიერებები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:მომწამვლელი ნივთიერებები]] |
მიმდინარე ცვლილება 13:33, 15 ივნისი 2018 მდგომარეობით
მომწამვლავი ნივთიერებები – მაღალტოქსიკური ქიმიური შენაერთები, რომლებიც ცოცხალი ძალის დაზიანებას იწვევენ. გამოიყენება ქიმიური საბრძოლო მასალების აღჭურვისთვის. მისი დამაზიანებელი მოქმედება განისაზღვრება მათი საბრძოლო მდგომარეობით და ხორციელდება სუნთქვის ორგანოების, კუჭ-ნაწლავის, კანის და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის მეშვეობით.
მომწამვლავი ნივთიერებების საბრძოლო თვისებებია: ტოქსიკურობა, საბრძოლო კონცენტრაცია, დასნებოვნების სიმჭიდროვე, ჰაერის დასნებოვნების გავრცელების სიღრმე და სხვა.
განასხვავებენ: ნერვულმაპარალიზებელ, კანის დამაჩირქებელ და გამაღიზიანებელ მომწამვლავ ნივთიერებებს.
მომწამვლავი ნივთიერებები შეიძლება იყოს:
- სიკვდილის გამომწვევი, პირადი შემადგენლობის დროებით მწყობრიდან გამომყვანი, სწრაფი და ნელა მოქმედი;
- მდგრადი (მოქმედებს რამდენიმე კვირა) და არამდგრადი (რამდენიმე წუთს).