სარაკეტო იარაღი
(→წყარო) |
|||
ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:საარტილერიო იარაღი]] | [[კატეგორია:საარტილერიო იარაღი]] | ||
+ | [[კატეგორია:ცეცხლსასროლი იარაღები]] |
მიმდინარე ცვლილება 16:27, 15 ივნისი 2018 მდგომარეობით
სარაკეტო იარაღი – სხვადასხვა სარაკეტო კომპლექსის ერთობლიობა სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მიზნების დასაზიანებლად. იყოფა დამრტყმელ და სპეციალური გამოყენების იარაღად.
დამრტყმელი სარაკეტო იარაღი ძირითადად განკუთვნილია დარტყმების მისაყენებლად სხვადასხვა სახმელეთო მიზანზე და არის სტრატეგიული, ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური. სტრატეგიული სარაკეტო იარაღის შეიარაღებაშია საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური და საშუალო სიშორის რაკეტები ბირთვული ქობინებით.
აღნიშნული სარაკეტო იარაღი შეიარაღებაში აქვთ: აშშ-ისა და საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალებს, დიდ ბრიტანეთში – სამხედრო-საზღვაო ძალებს, რუსეთში – სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებს, სამხედრო-საჰაერო ძალებს (სტრატეგიულ ბომბდამშენებს) და სამხედრო-საზღვაო ფლოტს (სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო წყალქვეშა კრეისერებს).
ოპერატიულ-ტაქტიკურ და ტაქტიკურ სარაკეტო იარაღს აქვს რაკეტები ბირთვული და ჩვეულებრივი მუხტით. რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ძირითადად არის სარაკეტო ჯარების, სახმელეთო ჯარების არტილერიის და სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაზე. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური სარაკეტო იარაღი, როგორც წესი, შედის საველე არტილერიის შემადგენლობაში.