მძევლები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:ტერორიზმი]] | [[კატეგორია:ტერორიზმი]] | ||
| − | |||
10:46, 20 ივნისი 2018-ის ვერსია
მძევლები – მეომარი მხარის მოქალაქეები, რომლებიც ძალადობით მოიტაცა მოწინააღმდეგემ და დატყვევებული ჰყავს, რათა აიძულოს მეომარი მხარე, მიიღოს მისთვის ნაკარნახევი მოთხოვნები, როგორც ამ მოქალაქეების განთავისუფლების პირდაპირი ან არაპირდაპირი პირობა.
მძევლების აყვანას მშვიდობიანობის დროს ხშირად მიმართავენ სხვადასხვა ექსტრემისტული ორგანიზაციები, ტერორისტები და სხვა დანაშაულებრივი ელემენტები.
მძევლების აყვანა და მკვლელობა აკრძალულია თანამედროვე საერთაშორისო სამართლით და დანაშაულად არის კვალიფიცირებული.