სელა
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „სელა“ გადაიტანა გვერდზე „სელი (მით.)“) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 6 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 21: | ხაზი 21: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:კავკასიური მითები]] | [[კატეგორია:კავკასიური მითები]] | ||
| + | [[კატეგორია:ინგუშური მითები]] | ||
[[კატეგორია:ვაინახური მითები]] | [[კატეგორია:ვაინახური მითები]] | ||
[[კატეგორია:ვაინახური ღვთაებანი]] | [[კატეგორია:ვაინახური ღვთაებანი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:28, 6 ივლისი 2018 მდგომარეობით
სელა / სელი / სთელა / სიელა (ვაინ. Села / Сели/ Стела/ Сиела) – ჭექა-ქუხილისა და ნაყოფიერების ანთროპომორფული ღვთაება ვაინახურ მითოლოგიაში. მისი ღვთაებრივი ოჯახის წევრებს შეადგენენ ცოლი და ქალ-ვაჟი („სელა სათა“, „ელთა“); ემორჩილებიან ღმერთები და ადამიანები. სელას ეპითეტებია „ოქროსძალოვანი“, „მრისხანე“, „სამართლიანი“; ხურჯინებში უდევს სხვადასხვა სტიქია: ერთი ხურჯინიდან უშვებს თოვლის ქარბუქს, მეორიდან – ყინვას, მესამიდან – წვიმას, მეოთხიდან – დარს და ა. შ. ცისარტყელა სელას მშვილდია, რომელსაც იგი ცაში ჰკიდებს, ელვა — ისარი, მეხი კი – მისი მუგუზალი. სელამ მიაჯაჭვა კლდეს კულტურული გმირები – ქურჲუქო და ფჰარმათი.
შედარებით გვიანდელი მითების მიხედვით, სელა არ არის ყოვლისშემძლე, სამართლიანი და ზნეობრივი ღმერთი: ნართ-ორსთხოელთა მკვდარი ქალიშვილის გაუპატიურებისთვის სესქა სოლსამ მას ნეკნებიც კი ჩაუმტვრია, ხოლო ნართებმა თეთრი ცხვრის ფარა წაართვეს გორჟაის, რომელიც სელას სახელზე ყოველწლიურად მსხვერპლშეწირვას აწყობდა.
ინგუშური ხალხური კალენდრით, მაისის თვე „სელას თვედ“ იწოდებოდა. ამ თვეში სელას სახელობის სალოცავებში, რომელიც მთელ ინგუშეთში იყო მიმოფანტული, მსხვერპლშეწირვები აღესრულებოდა (შეთხოვდნენ წვიმასა და უხვ მოსავალს. გვალვების დროს მას ასე მიმართავდნენ: „ზეცა ააგუგუნე, ღრუბელმოხვეული ჩამოდი დაბლა, ცხიმოვანი წვიმა ღვარე, გაზარდე ნათესი, გაამრავლე საქონელი, ქარი არ აქროლო, ღმერთს ჩვენთვის შეევედრე“). მისი სახელობისავე იყო ოთხშაბათის დღე, რომელსაც ინგუშები „სელას მესამე დღეს“ (Каьра Сели) უწოდებდნენ; ამ დღეს სახლიდან არაფერს გაიტანდნენ, განსაკუთრებით ცეცხლის გაცემა იკრძალებოდა.
მეხნაკრავი მიცვალებული სელას რჩეულად, მადლცხებულად ითვლებოდა და მას არ გლოვობდნენ. ვაინახური შვიდეულის ოთხშაბათი დღე სელას ეძღვნებოდა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Далгат У. Б. Героический эпос чеченцев и ингушей. Исследование и тексты. М., 1972;
- Ахриев Ч. Избранное. Магас-Назрань, 2000;
- Далгат Б. К. Первобытная религия чеченцев и ингушей. М., 2004;
- Шиллинг Е. М. Ингуши и чеченцы // Религиозные верования народов СССР. М.,-Л., 1931.