ელთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ელთა''' ''(ინგ. Елта – „პურის მარცვალი“)'' – მარცვლეული კულტურები...)
 
ხაზი 13: ხაზი 13:
 
*Мальсагов А. У. Елта // Мифологический словарь. Главный редактор Е. М. Мелетинский. М., 1991;  
 
*Мальсагов А. У. Елта // Мифологический словарь. Главный редактор Е. М. Мелетинский. М., 1991;  
 
*Шиллинг Е. Ингуши и чеченцы // Религиозные верования народов СССР. Т. 2 . М.-Л., 1931;  
 
*Шиллинг Е. Ингуши и чеченцы // Религиозные верования народов СССР. Т. 2 . М.-Л., 1931;  
*Акиева П. Х. Архетипическое в этнокультуре ингушей (на материале мифологии, нартского эпоса и обрядов жизненного цикла). Дисертация на соискание степени доктора
+
*Акиева П. Х. Архетипическое в этнокультуре ингушей (на материале мифологии, нартского эпоса и обрядов жизненного цикла). Дисертация на соискание степени доктора исторических наук. Махачкала, 2016.
исторических наук. Махачкала, 2016.
+
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

16:38, 6 ივლისი 2018-ის ვერსია

ელთა (ინგ. Елта – „პურის მარცვალი“) – მარცვლეული კულტურების, გარეული ცხოველებისა და მონადირეების მფარველი ღვთაება, ჭექა-ქუხილის ღმერთის – სელას – ერთ-ერთი ვაჟი ინგუშურ მითოლოგიაში. როგორც მისი სახელიდან ჩანს, ელთა თავდაპირველად აგრარული ბუნების ღვთაება უნდა ყოფილიყო და მხოლოდ მოგვიანებით უნდა შეეძინა ნადირთმფარველის ფუნქცია. როგორც მარცვლოვანთა მფარველი, ელთა სელას ნების საწინააღმდეგოდ ადამიანებს ეხმარებოდა, რისთვისაც დაისაჯა კიდეც: მამამ თვალში თითი ისე ძლიერ ატაკა, რომ ცალთვალა გახადა (შდრ. ბრმა ან ცალთვალა ნადირთპატრონები კავკასიის ხალხთა მითოლოგიიდან).

როგორც ნადირთმწყემსი, ინგუშებს ელთა წარმოდგენილი ჰყავდათ თეთრი ირმის სახით, რომლის არათუ მოკვლა, არამედ დამიზნებაც კი იკრძალებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მონადირე დაბრმავდებოდა. ნადირობაში წარმატება მთლიანად ელთაზე იყო დამოკიდებული. ამიტომ ყველა მონადირე ნადირობის წინ მას ევედრებოდა: „ო, ღვთაებრივო ელთა, შენთან სტუმრები მოვიდნენ, გაგვიძეხი წინ და მოგვეცი ყველაზე დიდი რქოსანი; ჩვენგან ნასროლი ტყვია მისი თავისკენ მიმართე, ჩვენი იარაღი მისი გულისკენ მიმართე. მსუქანი ჯიხვი ქონიანი ხორცით მოგვეცი, ჩვენ შენ გთხოვთ, შენ ღმერთს თხოვე“. წარმატებული ნადირობის შემდეგ, ინგუშები ნადირთმფარველს ნადირის რქებს სწირავდნენ და მიმართავდნენ: „ღვთაებრივი ელთა, კვლავაც გამოუშვი ჩვენკენ ნადირი“.

მზის ჩასვლის შემდეგ, ელთას სახელის ხსენება არ შეიძლებოდა. მისი სახელის წარმოთქმას დღისითაც ერიდებოდნენ და ამჯობინებდნენ, მასზე რაიმე სხვა სახელით მიეთითებინათ.


ლიტერატურა

  • Далгат Б. К. Первобытная религия чеченцев и ингушей. М., 2004;
  • Дахкильгов И. А. Мифы и легенды вайнахов. Грозный, 1991;
  • Мальсагов А. У. Елта // Мифологический словарь. Главный редактор Е. М. Мелетинский. М., 1991;
  • Шиллинг Е. Ингуши и чеченцы // Религиозные верования народов СССР. Т. 2 . М.-Л., 1931;
  • Акиева П. Х. Архетипическое в этнокультуре ингушей (на материале мифологии, нартского эпоса и обрядов жизненного цикла). Дисертация на соискание степени доктора исторических наук. Махачкала, 2016.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები