კომპულსიური მოქმედებები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კომპულსიური მოქმედებები“ გადაიტანა გვერდზე „[[აკვიატებული რიტუ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აკვიატებული რიტუალები“ გადაიტანა გვერდზე „[[კომპულსიური მოქმედ...) |
13:31, 27 ივლისი 2018-ის ვერსია
კომპულსიური მოქმედებები (ქმედებები) - (ობსესიური (აკვიატებული) რიტუალები), (compulsive acts [obsessional rituals), (F42.1), ყველაზე ხშირად კომპულსიურ ქმედებათა მიზანია სისუფთავის დაცვა და შენარჩუნება (კერძოდ, ხელების დაბანა), მუდმივი გადამოწმებები, რათა თავიდან იქნას აცილებული პოტენციურად საშიში სიტუაციის აღმოცენება, ასევე გვხვდება ზომაგადაცილებული აკურატულობა და სიფაქიზე.
ამ ქცევას საფუძვლად უდევს შიში, რომ საფრთხე ელის პაციენტს ან, რომ თავად პაციენტი შეიძლება იყოს საშიში გარემოცვისათვის, ხოლო თავად რიტუალური ქცევა წარმოადგენს ამ საფრთხის თავიდან აცილებისაკენ მიმართულ უშედეგო ან სიმბოლურ მცდელობას.