კომპულსიური მოქმედებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კომპულსიური მოქმედებები (ქმედებები) - (ობსესიური (აკვიატებული) (რიტუალები), (compulsive acts [obsessional rituals), (F42.1), ყველაზე ხშირად კომპულსიურ ქმედებათა მიზანია სისუფთავის დაცვა და შენარჩუნება (კერძოდ, ხელების დაბანა), მუდმივი გადამოწმებები, რათა თავიდან იქნას აცილებული პოტენციურად საშიში სიტუაციის აღმოცენება, ასევე გვხვდება ზომაგადაცილებული აკურატულობა და სიფაქიზე.

ამ ქცევას საფუძვლად უდევს შიში, რომ საფრთხე ელის პაციენტს ან, რომ თავად პაციენტი შეიძლება იყოს საშიში გარემოცვისათვის, ხოლო თავად რიტუალური ქცევა წარმოადგენს ამ საფრთხის თავიდან აცილებისაკენ მიმართულ უშედეგო ან სიმბოლურ მცდელობას. (ფსიქიატრიის ლექსიკონები)

ობსესიურ რიტუალებს განეკუთვნება როგორც ფსიქიკური აქტივობები (მაგ., განსაკუთრებული ხერხით თვლა ან გარკვეული სიტყვების წარმოთქმა, რომლებსაც პიროვნება გამუდმებით იმეორებს), ასევე განმეორებადი, უაზრო ქცევები (მაგ., დღეში ოცჯერ ან მეტჯერ ხელის დაბანა). ზოგიერთი რიტუალის კავშირი მის წინმსწრებ ობსესიურ აზრებთან სავსებით გასაგებია (მაგ., ხელების ხშირი დაბანა დაინფიცირების შიშის შემცველი აზრებიდან მომდინარეობს), თუმცა, არსებობს რიტუალები, რომლებშიც ასეთი კავშირები ნათელი არ არის (მაგ., საგნების დალაგება რაიმე განსაკუთრებული პრიცნიპის მიხედვით). პიროვნება განიცდის ძლიერ სურვილს გაიმეოროს ასეთი ქმედებები და თუ მათი თანმიმდევრობა დაირღვა, იძულებული ხდება ყველაფერი თავიდან დაიწყოს. ობსესიური რიტუალების მქონე პაციენტი ყოველთვის აცნობიერებს მათ ალოგიკურობას და, ჩვეულებრივ, ცდილობს არ გამოამჟღავნოს ისინი. ზოგიერთ მათგანს ეშინია, რომ ასეთი სიმპტომები გაგიჟების მომასწავებელია. ამიტომ, აუცილებელია, დავარწმუნოთ პაციენტები, რომ ეს ასე არ არის და რომ მათი შიში უსაფუძვლოა.




იხილე აგრეთვე

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები