ნაადრევი ჭკუასუსტობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ნაადრევი ჭკუასუსტობა''' - (''ლათ.'' dementia praecox) კრეპელინის თეორიის მ...) |
(→წყარო) |
||
ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:ფსიქიატრიული ტერმინები]] | [[კატეგორია:ფსიქიატრიული ტერმინები]] | ||
+ | [[კატეგორია:ჭკუასუსტობა]] |
13:55, 7 აგვისტო 2018-ის ვერსია
ნაადრევი ჭკუასუსტობა - (ლათ. dementia praecox) კრეპელინის თეორიის მიხედვით, ნაადრევი დასაწყისის მქონე დაავადებათა ჯგუფი (ტერმინი ნასესხებია Morel-ისაგან (1809-1973)), რომელიც გარდაუვლად აყალიბებს დეფექტს, განსხვავებით მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზისაგან, როდესაც შესაძლოა რემისიები ან განკურნება. Kraepelin-ის (1896) ფორმულირებაში dementia praecox-ში შედის მსუბუქი და მძიმე ფორმები, ასევე – ჰებეფრენია.
1899 წელს dementia praecox-ის კონცეფციაში ჩართული იქნა კატატონია და პარანოიდული დემენცია, რომლებიც ადრე დამოუკიდებელ დაავადებებად იყო კლასიფიცირებული. 1909 წელს Eugen Bleuler-მა (1857–1939) წინადადება შემოიტანა, რომ აღნიშნულ აშლილობათა ჯგუფს „შიზოფრენიის ჯგუფი“ დარქმეოდა; დღეს ეს ტერმინი მოძველებულია.