სინდრომი დამოკიდებულების
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
ხაზი 24: | ხაზი 24: | ||
[[კატეგორია:ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულება]] | [[კატეგორია:ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულება]] | ||
[[კატეგორია:ალკოჰოლური დამოკიდებულება]] | [[კატეგორია:ალკოჰოლური დამოკიდებულება]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:სინდრომები]] |
14:12, 13 სექტემბერი 2018-ის ვერსია
სინდრომი დამოკიდებულების - (F1x.2), (dependence syndrome), ფსიქოაქტიური საშუალების არაერთგზის მიღების შედეგად გაჩენილი ქცევითი, კოგნიტიური და ფსიქოლოგიური ფენომენების ჯგუფი.
ჩვეულებრივ, ამ ჯგუფში გაერთიანებულია:
- ნივთიერების განმეორებით მიღების დიდი სურვილი;
- მის მიღებაზე კონტროლის დაწესების სიძნელე;
- მავნე შედეგების მიუხედავად, მისი ჯიუტად მიღება;
- სხვა საქმიანობასთან და მოვალეობებთან შედარებით ნივთიერების მიღებისათვის უფრო დიდი მნიშვნელობის მინიჭება;
- მზარდი ტოლერანტობა;
- ხანდახან – აღკვეთის ფიზიკური მდგომარეობა.
თუ ნარკოტიკულ ნივთიერების მიღება შეწყდება. დსკ მე-10-ში დამოკიდებულების სინდრომის დიაგნოზი დგინდება, თუ ერთი წლის განმავლობაში გამოვლინდა სამი ან მეტი სიმპტომი ზემოთ ჩამოთვლილი ექვსიდან.
დამოკიდებულების სინდრომი შეიძლება განვითარდეს ცალკეული ნივთიერებების მიმართ (მაგ.: თამბაქოს, ალკოჰოლის ან დიაზეპამის), აგრეთვე ნივთიერებათა კლასის მიმართ (მაგ., ოპიოიდების) და სხვადასხვა ფარმაკოლოგიური მოქმედების მქონე ფსიქოაქტიური საშუალებების ფართო სპექტრის მიმართ.
იხილე აგრეთვე
აშლილობა გამოწვეული ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით ალკოჰოლიზმი