ჯუმფარაში
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ჩომფარაში“ გადაიტანა გვერდზე „ჯუმფარაში“ გადამისამართებაზე) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ჯუმფარაშ-ი || ჯუმფარაჩი || ჩომფარაშ-ი''' ''(ბალყ.-ყარაჩ. Джумпараш || Джумпарачы || Чомпараш)'' – „სიზმრის დედა“, სიზმრის მფარველი სული ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. სხვადასხვა სახის სამკითხაო პრაქტიკასთან ერთად, სიზმარი „პროგნოზების“ განსაკუთრებულ კატეგორიას განეკუთვნებოდა. მასთან დაკავშირებულ ნიშნებში შემდეგ სახეობებს განარჩევდნენ: | + | '''ჯუმფარაშ-ი || ჯუმფარაჩი || ჩომფარაშ-ი''' ''(ბალყ.-ყარაჩ. Джумпараш || Джумпарачы || Чомпараш)'' – „სიზმრის დედა“, სიზმრის მფარველი სული ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. სხვადასხვა სახის სამკითხაო პრაქტიკასთან ერთად, [[სიზმარი]] „პროგნოზების“ განსაკუთრებულ კატეგორიას განეკუთვნებოდა. მასთან დაკავშირებულ ნიშნებში შემდეგ სახეობებს განარჩევდნენ: |
1) ქაოტური, ერთმანეთთან დაუკავშირებელი სახეები და მოქმედებები, რომელთა აზრი აუხსნელი იყო, მაგრამ ნეგატივს (უბედურებას, სნეულებას) იუწყებოდა; | 1) ქაოტური, ერთმანეთთან დაუკავშირებელი სახეები და მოქმედებები, რომელთა აზრი აუხსნელი იყო, მაგრამ ნეგატივს (უბედურებას, სნეულებას) იუწყებოდა; | ||
15:32, 20 სექტემბერი 2018-ის ვერსია
ჯუმფარაშ-ი || ჯუმფარაჩი || ჩომფარაშ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Джумпараш || Джумпарачы || Чомпараш) – „სიზმრის დედა“, სიზმრის მფარველი სული ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. სხვადასხვა სახის სამკითხაო პრაქტიკასთან ერთად, სიზმარი „პროგნოზების“ განსაკუთრებულ კატეგორიას განეკუთვნებოდა. მასთან დაკავშირებულ ნიშნებში შემდეგ სახეობებს განარჩევდნენ:
1) ქაოტური, ერთმანეთთან დაუკავშირებელი სახეები და მოქმედებები, რომელთა აზრი აუხსნელი იყო, მაგრამ ნეგატივს (უბედურებას, სნეულებას) იუწყებოდა;
2) წარსული ცხოვრების ამსახველი სიზმრები;
3) კარგი და ცუდი მომავლის მაუწყებელი სიზმრები;
4) სიზმარი, რომელშიც ნაცნობ ადამიანთა ხმები განირჩეოდა, მაგრამ თავისი ფუნქციით საიდუმლო (джашырын тюшле – „დაფარული საზმრები“);
5) მძინარე ადამიანთან მიმართებაში შიშისმომგვრელი მოქმედებების შემცველი სიზმარი, რომელსაც დემონი ბასთირაყი იწვევდა (бастырыкъланнган тюшле);
6) გრძნეული, წინასწარმეტყველური სიზმარი (керти тюшле) – მძინარე ხედავს და ისმენს მომავალ ვითარებას;
7) გრძნეულ სიზმართა სახეობას წარმოადგენს სიმბოლური, მაგრამ იოლად „წასაკითხი“ სიზმრები (ачыкъ ышанлы тюшле), რომლებიც ჩვეულებრივ „გამჭვირვალედ“ აიხსნება.
ბალყარელი და ყარაჩელი პროფესიონალი სიზმრის ამხსნელები (тюш чыгъарыучула/ билгенле) „სიზმრის წიგნების“ (тюш китаб) ზედმიწევნით მცოდნენი იყვნენ და მათ საქმიანობა დიდად მოთხოვნადი და დაფასებული იყო.
ლიტერატუირა
- Джуртубаев М. Ч. Духовная культура карачаево-балкарского народа // Ас-Алан. М., 1998 № 1;
- Каракетов Д. М. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М.,
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი2017