კურუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Kuru.png|thumb|250პქ|კურუთი დაავადებული ბავშვი]] | ||
'''კურუ''' - (kuru) ცნს-ის გადამდები, პროგრესირებადი დეგენერაციული დაავადება, აზიანებს უპირატესად ბაზალურ განგლიებსა და ნათხემს, გამოვლინდება უხეში ატაქსიით, ათეტოზით, ტრემორით, დიზართრიით და რიგიდულობით. | '''კურუ''' - (kuru) ცნს-ის გადამდები, პროგრესირებადი დეგენერაციული დაავადება, აზიანებს უპირატესად ბაზალურ განგლიებსა და ნათხემს, გამოვლინდება უხეში ატაქსიით, ათეტოზით, ტრემორით, დიზართრიით და რიგიდულობით. | ||
16:11, 25 სექტემბერი 2018-ის ვერსია
კურუ - (kuru) ცნს-ის გადამდები, პროგრესირებადი დეგენერაციული დაავადება, აზიანებს უპირატესად ბაზალურ განგლიებსა და ნათხემს, გამოვლინდება უხეში ატაქსიით, ათეტოზით, ტრემორით, დიზართრიით და რიგიდულობით.
ფსიქიკური სიმპტომებია:
- ემოციური ლაბილობა;
- ფსიქომოტორული შეკავება;
- სწრაფად პროგრესირებადი დემენცია.
გარდაუვალია ფატალური გამოსავალი დაავადების დაწყებიდან 6-9 თვეში. გამომწვევი – Gajduseck-ის მიერ აღმოჩენილი ატიპიური „ნელი“ ვირუსი, საკმაოდ ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდით, ძალზე ახლოს დგას ვირუსთან, რომელიც, სავარაუდოდ, იწვევს კრეიტცფელდტ-იაკობის დაავადებას და, შეიძლება, სკრეპს.
გავრცელებულია მხოლოდ ახალ გვინეაში და სავარაუდოდ გადაეცემა რიტუალური კანიბალიზმის გზით, გარდაცვლილი ოჯახის წევრის შეჭმის გამო.
იხილე აგრეთვე
ენცეფალოპათია, სპონგიოფორმული).
