ღაზოიანობის ბოდვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
[[კატეგორია:ფსიქიატრიული ტერმინები]] | [[კატეგორია:ფსიქიატრიული ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები]] | [[კატეგორია:ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები]] | ||
+ | [[კატეგორია:აზროვნების პათოლოგია]] |
12:52, 28 სექტემბერი 2018-ის ვერსია
ღაზოიანობის (ცოლ-ქმრული ეჭვიანობის) ბოდვა უფრო მამაკაცებშია გავრცელებული, ვიდრე ქალებში. ეჭვიანობა ყოველთვის ბოდვა არ არის. ეჭვიანობის ნაკლები ინტენსივობის განცდა და აკვიატებული აზრები ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. ღაზოიანობის ბოდვა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მან შეიძლება გამოიწვიოს აგრესიული ქმედება იმ პიროვნების ან პიროვნებების მიმართ, რომლებიც, პაციენტის აზრით, მოღალატეები არიან. ღაზოიანობის ბოდვის მქონე პაციენტი არ დაკმაყოფილდება იმ ფაქტით, რომ მან ვერ შეძლო თავისი ეჭვის დამადასტურებელი მტკიცებულების მოპოვება და ძიებას შემდგომშიც განაგრძობს.