თიარინდაღაჟი
(ახალი გვერდი: '''თჲარჷნდაღაჟ-ი / თრჷნდეზ-ი || დჷრჷნდეზი''' ''(სომხ. Տյառնընդառաջ – „ღმ...) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „დრნდეზი“ გადაიტანა გვერდზე „თიარინდაღაჟი“ გადამისამართებაზე) |
||
| (ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''თჲარჷნდაღაჟ-ი / | + | '''თჲარჷნდაღაჟ-ი / ტრჷნდეზ-ი || დჷრჷნდეზი''' ''(სომხ. Տյառնընդառաջ – „ღმერთთან შესახვედრად“; տռընդեզ || դրընդեզ – „ზვინი კარებთან“)'' – [[მირქმა]] – მიწიერი მშობლების (მარიამისა და იაკობის) მიერ ჩვილი ქრისტეს ტაძარში მიყვანება. |
სომხურმა [[ეკლესია]]მ იგი მზის, ცეცხლის [[კულტი|კულტთან]] დაკავშირებულ ძველ, [[ქრისტიანობა]]მდელ [[დღესასწაული|დღესასწაულს]] შეუთავსა. საამდღისო ხალხური წეს-ჩვეულებები კონცენტრირებული იყო კოცონის ირგვლივ, რომელსაც ეკლესიებთან და სახლებთან ანთებდნენ, კერძოდ, იქ, სადაც დანიშნულები და ახალდაქორწინებულები ცხოვრობდნენ. თვლიდნენ, რომ მირქმა ზამთრის დასარულსა და გაზაფხულის დაწყებას იუწყებოდა. მთავარ კოცონს საღამოს ეკლესიის ეზოში აჩაღებდნენ და ყველა ახალდაქორწინებული მონაწილეობდა „ზამთრის დაწვის“ მნიშვნელოვან ცერემონიაში. ამ საზოგადოებრივ კოცონს, მის ცეცხლს, ნაკვერჩხალს, ნაცარსა და ფერფლს უკავშირდებოდა ნიშნები და მკითხაობები თემისა და თითოეული ოჯახის სამეურნეო ცხოვრებაზე (ხვავიან ჭირნახულზე, საქონლისა გამრავლებაზე, წველადობის ზრდაზე, ზოგადად, ოჯახის კეთილდღეობაზე), აგრეთვე, მისი წევრების სამომავლო ბედზე (უნაყოფო ქალების განკურნებაზე, იოლ მშობიარობაზე, ავადმყოფის გამოჯანმრთელებაზე, სასურველ თანამეცხედრეზე და სხვ.). თანასოფლელები ამ საერთო კოცონიდან აღებული მუგუზლებით ანთებდნენ ცეცხლს თავიანთ ეზოებში, ნახშირებით – ავსულთა წინააღმდეგ სახლის კარებსა და ერდოს ჯვრებით აჭრელებდნენ. ახალშეუღლებულები განსაწმენდად კოცონის ალს უნდა გადახტომოდნენ; შემდეგ ამასვე აკეთებდა ოჯახის დიასახლისი, რათა მისი სახლიდან ბოროტი ძალები განდევნილიყვნენ. დედაბრები ხშირად ზურგზე პატარა ბიჭს მოიკიდებდნენ და კოცონის გარშემო იმ იმედით დადიოდნენ, რომ ბავშვის წონის ერბო ექნებოდათ. | სომხურმა [[ეკლესია]]მ იგი მზის, ცეცხლის [[კულტი|კულტთან]] დაკავშირებულ ძველ, [[ქრისტიანობა]]მდელ [[დღესასწაული|დღესასწაულს]] შეუთავსა. საამდღისო ხალხური წეს-ჩვეულებები კონცენტრირებული იყო კოცონის ირგვლივ, რომელსაც ეკლესიებთან და სახლებთან ანთებდნენ, კერძოდ, იქ, სადაც დანიშნულები და ახალდაქორწინებულები ცხოვრობდნენ. თვლიდნენ, რომ მირქმა ზამთრის დასარულსა და გაზაფხულის დაწყებას იუწყებოდა. მთავარ კოცონს საღამოს ეკლესიის ეზოში აჩაღებდნენ და ყველა ახალდაქორწინებული მონაწილეობდა „ზამთრის დაწვის“ მნიშვნელოვან ცერემონიაში. ამ საზოგადოებრივ კოცონს, მის ცეცხლს, ნაკვერჩხალს, ნაცარსა და ფერფლს უკავშირდებოდა ნიშნები და მკითხაობები თემისა და თითოეული ოჯახის სამეურნეო ცხოვრებაზე (ხვავიან ჭირნახულზე, საქონლისა გამრავლებაზე, წველადობის ზრდაზე, ზოგადად, ოჯახის კეთილდღეობაზე), აგრეთვე, მისი წევრების სამომავლო ბედზე (უნაყოფო ქალების განკურნებაზე, იოლ მშობიარობაზე, ავადმყოფის გამოჯანმრთელებაზე, სასურველ თანამეცხედრეზე და სხვ.). თანასოფლელები ამ საერთო კოცონიდან აღებული მუგუზლებით ანთებდნენ ცეცხლს თავიანთ ეზოებში, ნახშირებით – ავსულთა წინააღმდეგ სახლის კარებსა და ერდოს ჯვრებით აჭრელებდნენ. ახალშეუღლებულები განსაწმენდად კოცონის ალს უნდა გადახტომოდნენ; შემდეგ ამასვე აკეთებდა ოჯახის დიასახლისი, რათა მისი სახლიდან ბოროტი ძალები განდევნილიყვნენ. დედაბრები ხშირად ზურგზე პატარა ბიჭს მოიკიდებდნენ და კოცონის გარშემო იმ იმედით დადიოდნენ, რომ ბავშვის წონის ერბო ექნებოდათ. | ||
მიმდინარე ცვლილება 14:06, 12 ოქტომბერი 2018 მდგომარეობით
თჲარჷნდაღაჟ-ი / ტრჷნდეზ-ი || დჷრჷნდეზი (სომხ. Տյառնընդառաջ – „ღმერთთან შესახვედრად“; տռընդեզ || դրընդեզ – „ზვინი კარებთან“) – მირქმა – მიწიერი მშობლების (მარიამისა და იაკობის) მიერ ჩვილი ქრისტეს ტაძარში მიყვანება.
სომხურმა ეკლესიამ იგი მზის, ცეცხლის კულტთან დაკავშირებულ ძველ, ქრისტიანობამდელ დღესასწაულს შეუთავსა. საამდღისო ხალხური წეს-ჩვეულებები კონცენტრირებული იყო კოცონის ირგვლივ, რომელსაც ეკლესიებთან და სახლებთან ანთებდნენ, კერძოდ, იქ, სადაც დანიშნულები და ახალდაქორწინებულები ცხოვრობდნენ. თვლიდნენ, რომ მირქმა ზამთრის დასარულსა და გაზაფხულის დაწყებას იუწყებოდა. მთავარ კოცონს საღამოს ეკლესიის ეზოში აჩაღებდნენ და ყველა ახალდაქორწინებული მონაწილეობდა „ზამთრის დაწვის“ მნიშვნელოვან ცერემონიაში. ამ საზოგადოებრივ კოცონს, მის ცეცხლს, ნაკვერჩხალს, ნაცარსა და ფერფლს უკავშირდებოდა ნიშნები და მკითხაობები თემისა და თითოეული ოჯახის სამეურნეო ცხოვრებაზე (ხვავიან ჭირნახულზე, საქონლისა გამრავლებაზე, წველადობის ზრდაზე, ზოგადად, ოჯახის კეთილდღეობაზე), აგრეთვე, მისი წევრების სამომავლო ბედზე (უნაყოფო ქალების განკურნებაზე, იოლ მშობიარობაზე, ავადმყოფის გამოჯანმრთელებაზე, სასურველ თანამეცხედრეზე და სხვ.). თანასოფლელები ამ საერთო კოცონიდან აღებული მუგუზლებით ანთებდნენ ცეცხლს თავიანთ ეზოებში, ნახშირებით – ავსულთა წინააღმდეგ სახლის კარებსა და ერდოს ჯვრებით აჭრელებდნენ. ახალშეუღლებულები განსაწმენდად კოცონის ალს უნდა გადახტომოდნენ; შემდეგ ამასვე აკეთებდა ოჯახის დიასახლისი, რათა მისი სახლიდან ბოროტი ძალები განდევნილიყვნენ. დედაბრები ხშირად ზურგზე პატარა ბიჭს მოიკიდებდნენ და კოცონის გარშემო იმ იმედით დადიოდნენ, რომ ბავშვის წონის ერბო ექნებოდათ.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Лисициан С. Д. Очерки этнографии дореволюционной Армении // КЭС. I. М., 1955;
- Харатян Гр. С., Мкртчян С, С. Праздничная культура: традиции и современность // Армяне. Ответственные редакторы: Л. М. Варданян, Г. Г. Саркисян, А. Е. Тер-Саркисянц. М., 2012.