გელკაპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გელკაპ-ი''' ''(სომხ. Գելկապ – „მგლის შელოცვა“)'' – სომხურ ხე...)
 
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 18: ხაზი 18:
 
[[კატეგორია:მაგიური რიტუალები]]
 
[[კატეგორია:მაგიური რიტუალები]]
 
[[კატეგორია:შელოცვები]]
 
[[კატეგორია:შელოცვები]]
 +
[[კატეგორია:მაგია]]

მიმდინარე ცვლილება 11:25, 16 ოქტომბერი 2018 მდგომარეობით

გელკაპ-ი (სომხ. Գելկապ – „მგლის შელოცვა“) – სომხურ ხელნაწერ თილისმათა ინიციალური მაგიის ტიპი.

გელკაპი ჩაკეტვის შელოცვათა საერთო სისტემაში შედის და მასთან დაკავშირებული საწესო მოქმედება და ფორმულა, ხალხური რწმენის თანახმად, „კეტავს“, „კრავს“ მოსალოდნელ უბედურებას. გლეხები ხშირად კარგავდნენ საქონელს და ვერც პოულობდნენ. მგლისგან მისი დაცვის მიზნით, ისინი შემდეგ მაგიურ ქმედებას მიმართავდნენ: თასმას ჰაერში იმ სივრცეს შემოავლებდნენ, სადაც საქონელი დაიკარგა; შემდეგ ამ თასმას მაკრატლის ან დანის (ხანჯლის) პირზე დადებდნენ და ისეთ ადგილას დამალავდნენ, სადაც დილამდე ხელს ვერავინ ახლებდა, თან ამბობდნენ: „დავიჭერ მგელს, შევკრავ მგელს (იტყოდნენ სამჯერ); მგლის პირი შევკარი (სამჯერ); დე ფეხები ღეროსი გაუხდეს, კბილები – ცვილის, რათა ჩვენს საქონელს ვერ გაეკაროს“.

დღემდე გელკაპის ფართოდ გავრცელება სამეურნეო ცხოვრებასთან ადამიანის მჭიდრო კავშირით უნდა აიხსნას.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Одабашян А. А. Народные верования армян (По материалам рукописных талисманов XV-XIX) // Кавказский этнографический сборник. VI. М., 1976;
  • Осипов Г. Селение Даш-Алты, Шушунского уезда, Елисаветпольской губернии // СМОМПК. Вып. 25. 1895.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები