ამნისტია
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''ამნისტია - (άμνηστία, პატიება) - დანაშაულის ჩამდენი პირების სრული, ან ნაწილობრივი განთავისუფლება სასჯელისაგან, ანდა სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა. | + | '''ამნისტია''' - (άμνηστία, პატიება) - დანაშაულის ჩამდენი პირების სრული, ან ნაწილობრივი განთავისუფლება სასჯელისაგან, ანდა სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა. |
საჯარო ამნისტიათა რიცხვი ბერძნულ წყაროებში საკმაოდ მცირეა. ყველაზე ადრეული ამნისტია სოლონი ის კანონი უნდა იყოს, რომლითაც, სავარაუდოდ, მოქალაქის უფლებები ყოველ იმ [[ადამიანი|ადამიანს]] აღუდგა, რომელთაც ეს უფლებები დაკარგული ჰქონდათ. ამ პირთა შორის მოქალაქეობა მხოლოდ იმათ არ აღუდგინეს, რომელთაც ეს უფლება ტირანიაში ბრალდების ან მკვლელობის გამო ჰქონდათ ჩამორთმეული. | საჯარო ამნისტიათა რიცხვი ბერძნულ წყაროებში საკმაოდ მცირეა. ყველაზე ადრეული ამნისტია სოლონი ის კანონი უნდა იყოს, რომლითაც, სავარაუდოდ, მოქალაქის უფლებები ყოველ იმ [[ადამიანი|ადამიანს]] აღუდგა, რომელთაც ეს უფლებები დაკარგული ჰქონდათ. ამ პირთა შორის მოქალაქეობა მხოლოდ იმათ არ აღუდგინეს, რომელთაც ეს უფლება ტირანიაში ბრალდების ან მკვლელობის გამო ჰქონდათ ჩამორთმეული. |
14:35, 12 ნოემბერი 2018-ის ვერსია
ამნისტია - (άμνηστία, პატიება) - დანაშაულის ჩამდენი პირების სრული, ან ნაწილობრივი განთავისუფლება სასჯელისაგან, ანდა სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა.
საჯარო ამნისტიათა რიცხვი ბერძნულ წყაროებში საკმაოდ მცირეა. ყველაზე ადრეული ამნისტია სოლონი ის კანონი უნდა იყოს, რომლითაც, სავარაუდოდ, მოქალაქის უფლებები ყოველ იმ ადამიანს აღუდგა, რომელთაც ეს უფლებები დაკარგული ჰქონდათ. ამ პირთა შორის მოქალაქეობა მხოლოდ იმათ არ აღუდგინეს, რომელთაც ეს უფლება ტირანიაში ბრალდების ან მკვლელობის გამო ჰქონდათ ჩამორთმეული.
საზოგადო შერიგების მეორე აქტს წარმოადგენდა ძვ. წ. 403 წ-ს დემოკრატიის აღდგენის შემდეგ ათენის სახალხო კრების დეკრეტი, რომელმაც ყველა შეიწყალა და მხოლოდ ოცდაათი ტირანი და მათი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამზრახველები გააძევა ათენიდან. არისტოტელე მის მთავარ პირობას იმოწმებს: μηδένι πρός μηδένα μνησικακεϊν. პლუტარქოსის დრომდე სიტყვა άμνηστία ამ ქმედების აღსანიშნად არ გამოიყენებოდა. მისი პირველი დამოწმებული მოხსენიება მილეტის წარწერებში გვხვდება (ძვ. წ. II ს. SIG 633. l. 36).
წყარო
დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო (ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე, თბილისი, 2012.