კიტრანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | კახეთის რეგიონის მცენარეები | + | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] |
[[კატეგორია:მცენარეები]] | [[კატეგორია:მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:გოგრისებრნი]] | [[კატეგორია:გოგრისებრნი]] | ||
16:40, 12 ნოემბერი 2018-ის ვერსია
კიტრანა - (Ecballium elaterium [L.] A. Rich.); ოჯახი: გოგრისებრნი (Cucubritaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო გართხმულია ან სწორი. ფოთლები გრძელყუნწიანია, ბორცვაკიანი ბეწვებით. ფოთლის ფირფიტა გულისებურ-კვერცხისებური ან სამკუთხაა, კიდეებზე არათანაბრად დაკბილული ან სამნაკვთიანი. ქვემო ნაწილი უფრო მეტად შებუსული, ვიდრე ზემო, მოსქელო. ყვავილები იღლიურია. ცალსქესიანი. ყვავილი ღია ყვითელია. ყვ. ნაყ. VI-VIII. მთის ქვედა სარტყლის ველებისა და ნახევარუდაბნოების მცენარეა, კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ უდაბნოს მიდამოებში, აგრეთვე შირაქში.