აღქმა
(→წყარო) |
(→ფსიქოლოგიური განმარტება) |
||
| ხაზი 18: | ხაზი 18: | ||
ა შემეცნების პირველი ნაბიჯია, ადამიანის შემეცნება შემდეგ აზროვნებით გრძელდება. | ა შემეცნების პირველი ნაბიჯია, ადამიანის შემეცნება შემდეგ აზროვნებით გრძელდება. | ||
გავრცელებული შეცდომაა ტერმინის “აღქმა” აღრევა ტერმინში “აღთქმა” (აღთქმა _ ესაა ზნეობრივი ან სარწმუნოებრივი პირობის დადება, შეთანხმება).(''ფსიქოლოგიური ლექსიკონი'') | გავრცელებული შეცდომაა ტერმინის “აღქმა” აღრევა ტერმინში “აღთქმა” (აღთქმა _ ესაა ზნეობრივი ან სარწმუნოებრივი პირობის დადება, შეთანხმება).(''ფსიქოლოგიური ლექსიკონი'') | ||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
==წყარო== | ==წყარო== | ||
11:41, 13 ნოემბერი 2018-ის ვერსია
აღქმა - არის გრძნობათა ორგანოების მეშვეობით მიღებული ინფორმაციის შეცნობის პროცესი. მაგრამ იგი არ არის გრძნობათა ორგანოების მიერ მოწოდებული მონაცემების უშუალო ასახვა, რადგანაც მათზე ზემოქმედებს კოგნიტური პროცესები, რომლებიც ახდენს მონაცემთა კონსტრუირებას და ქმნის სქემებს, რომელთა მიხედვითაც ხდება ობიექტის აღქმა. ჩვენ შეგვიძლია თვალყური ვადევნოთ ან იგნორირება გავუკეთოთ აღქმის პროცესს, მაგრამ ნებისყოფის ძალისხმევით მისი შეწყვეტა შეუძლებელია.
აღქმის შინაარსი შეიძლება იცვლებოდეს როგორც ინტენსივობის მიხედვით, ისე თვისობრივადაც. ადამიანები, რომლებსაც შფოთვა ახასიათებთ შეგრძნებებს ჩვეულებრივზე უფრო მძაფრად განიცდიან. მაგ., პიროვნება შეიძლება უჩვეულოდ მგრძნობიარე იყოს ხმაურის მიმართ. მანიის დროს აღქმის შინაარსები ჩვეულებრივზე უფრო მკვეთრია, ხოლო დეპრესიის დროს კი შეიძლება, პირიქით - მკრთალი და უსიცოცხლო იყოს. (ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)
ფსიქოლოგიური განმარტება
ფსიქოლოგიური შემძლებლობა ან სათანადო აქტუალური განცდა-ქმედება-პროცესი: გარე შეგრძნებებით ერთდროულად მიღებული ძალიან ხანმოკლე დიფუზური განცდების გამთლიანება, გარდაქმნა დიფერენცირებულ, გარკვეულ განცდად; მისი მოწესრიგება, განაწევრება; ერთმანეთისაგან გამოკვეთა ფიგურა-ფონისა [ფიგურაცია]. მაგ., მხედველობის შეგრძნებით მიიღება სხვადასხვა ფერებისა და მოხაზულობის მქონე ბრტყელი ლაქების დაქსაქსული განცდები, ხოლო ამ ლაქების გარდაქმნა მწვანე ფოთლების ფონზე წითელ ვაშლებად (გამოკვეთილ სივრცულ ხატებად) _ ა-ის საქმეა. თვალსაჩინო შედარება: ვთქვათ, მუზეუმში ძალიან ახლოდან ვუცქერით იმპრესიონისტულ ფერწერულ ტილოს _ დავინახავთ მხოლოდ ფერად ლაქებს; საჭიროა, მოვშორდეთ ტილოს, რათა ჩამოყალიბდეს ა-ის ხატი და ტილოზე გამოიკვეთოს სხვადასხვა გამოსახულება.
შეგრძნებისგან განსხვავებით, ა უკვე სრულად ფსიქოლოგიური პროცესია. იგი მიმდინარეობს აღქმის (პერცეპ¬ტულ) განწყობათა ზეგავლენით. ამ განწყობათა ნაწილს თანდაყოლილი, ინსტინქტური ჩანასახები აქვს [იხ. თანდაყოლილი გეშტალტ-ხატები], ნაწილი კი გამომუშავებულია გამოცდილებით და ფიქსირებულია. მაგ. ახლადგამოჩეკილი წიწილა ყო¬ველგვარი გამოცდილების გარეშეც აღიქვამს მარცვლებს, მტაცებელ ფრინველთა მოხაზულობას და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ხა¬ტებს. ხოლო ბავშვის მიერ ასოებისა თუ სიტყვების ა-ს ხან¬გრ¬ძ¬ლივი გამოცდილება სჭირდება [იხ. აგრეთვე განწყობა].
ა-ის პროცესში ერთდროულად მონაწილეობს რამდენიმე გარე შეგრძნება და ერთმანთზე ზემოქმედებს. მაგ., ადამიანისთვის წამყვანია მხედველობა (ხოლო ძაღლისთვის _ ყნოსვა); მაგრამ ადამიანის მხედველობითი ხატების ჩამოყალიბებაზე ხშირად ზეგავლენას ახდენს სმენით ან შეხებით მიღებული შთაბეჭდილებანი. მაგ., ერთიდაიგივე ბუნდოვანი ლაქა აღიქმება ან წყლად (თუკი ისმის ჩუხჩუხი), ან მანქანის ნაწილად (თუკი ისმის რახრახი). ჩვილისთვის ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მისი მყარი (მზა) მხედველობითი ხატების ჩამოყალიბება (და, ესე იგი, აზროვნების შემდგომი განვითარება) პირდაპირაა დამოკიდებული ნივთების ტაცება-ტრიალ-რტყმა-სინჯვაზე, სენსომოტორულ აქტიურობაზე [იხ. ინტერმოდალური კავშირები].
თავისთავად ა პასიურია, მხოლოდ ასახავს გარემოს. მაგრამ თუკი აქტიურ ყურადღებას დაუკავშირდა, მაშინ ის აქტიური ხდება = მიზანმიმართული აღქმა: დაკვირვება, თვალიერება, მოსმენა, დაგემოვნება, ესთეტიკური შეხება. ამათ, ჩვეულებრივი ა-ისგან განსხვავებით, საკუთარი მოთხოვნილება აქვს და ამიტომ ქცევის ფორმებია.
აღქმული გამოსახულება ყოველთვის მთლიანობითია. ესე იგი ის არაა მიღებული ნაწილების გა¬ერ¬თი¬ანებით. ნაწილები მხოლოდ შეგრძნების დონეზეა, ხოლო შეგრძნების მასალის აღქმისეული გა¬და¬მუ¬შა¬ვე¬ბი¬სას პირველადვე მთლიანი ხატი მიიღება _ და არა ნაწილები; მთლიანი განსაზღვრავს ნაწილებს _ და არა პირიქით. ა-ისეული ხატი ყოველთვის (დაბალგანვითარებული ცხოველის დონეზეც) მთლიანობითია [იხ. გეშტალტიზაცია]. გეშტალტურობის გარდა, ა-ის მთავარი თვისებებია კონსტანტობა და კატეგორიზაცია.
ა შემეცნების პირველი ნაბიჯია, ადამიანის შემეცნება შემდეგ აზროვნებით გრძელდება. გავრცელებული შეცდომაა ტერმინის “აღქმა” აღრევა ტერმინში “აღთქმა” (აღთქმა _ ესაა ზნეობრივი ან სარწმუნოებრივი პირობის დადება, შეთანხმება).(ფსიქოლოგიური ლექსიკონი)
წყარო
- ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში
- სტატიის ავტ. ზურაბ ვახანია. ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი, დ . უზნაძის სახ. საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება [ლექსიკონი დაფინანსებულია რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ].