ბორღა-ქაში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
[[კატეგორია:სამარხები]] | [[კატეგორია:სამარხები]] | ||
| + | [[კატეგორია:აკლდამა]] | ||
15:27, 11 დეკემბერი 2018-ის ვერსია
ბორღა-ქაშ-ი (ინგუშ. БоргIа-каш – „ბორღას აკლდამა“) – სამარხი ნაგებობა, მდებარე ბარის ინგუშეთში, სოფ. პლიევოსთან ახლოს. იგი მიმდებარე სოფლების მოსახლეობის განსაკუთრებული თაყვანისცემის ობიექტს წარმოადგენდა: ხანგრძლივი გვალვის პერიოდში წვიმის გამოგზავნას შეთხოვდნენ (შდრ. დაღესტმის სოფ. ჩოხში არსებული ქამალულ-ბაშირის სამარხთან, წვიმის გამოწვევის მიზნით, ლოცვის ტრადიცია).
მუსულმანური სამარხი არქიტექტურის ტრადიციით თლილი ქვებისგან აგებული გუმბათოვანი ბორღა-ქაში კარგად არის შემონახული, მაგრამ საკუთრივ სამარხი გაძარცვულია.
ლიტერატურა
- Архиев Ч. Избранное. Магас-Назрань, 2000;
- Далгат Б. К. Первобытная религия чеченцев и ингушей. М., 2004;
- Шиллинг Е. М. Ингуши и чеченцы // Религиозные верования народов СССР. М.,-Л., 1931.