სარანია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:ინდური მითები]] | [[კატეგორია:ინდური მითები]] | ||
+ | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
+ | [[კატეგორია:ტყუპთა მითები]] |
მიმდინარე ცვლილება 16:15, 18 დეკემბერი 2018 მდგომარეობით
სარანია – (ინდ.) ტვაშტარის ამაყი ასული, რომელმაც ვერ აიტანა ქმართან, ვივასვატთან, ცხოვრება მას შემდეგ, რაც მას ტყუპები – იამა და იმი უშვა. სარანიუმ თავისი მსგავსი ქალი შექმნა და თავის ნაცვლად დატოვა ქმრის სახლში, თავად კი, ფაშატად გადაქცეული, გაუჩინარდა. შეცვლილმა ცოლმა მას მანუ უშვა, სწორედ ის მანუ, რომელიც წარღვნას გადაურჩა. როცა ვივასვატმა გაიგო, სარანიუს ამბავი, ულაყად გადაიქცა, გამოეკიდა ფაშატს, დაეწია და შემოირიგა. შერიგებულმა ცოლ-ქმარმა ამჯერად ცხენების სახით შვა ტყუპი ვაჟები – ნასატია და დასრა, რომელთაც აშვინებადაც იხსენიებენ.