ტვაშტარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტვაშტარი(ინდ.) „მკეთებელი“, დემიურგი, სამყაროს ნივთთა და არსებათა გამომსახველი, რისთვისაც დაიმსახურა ეპითეტი „ხელსახიერი“. მან გამოუჭედა ინდრას მისი განუყრელი იარაღი ვაჯრა.

მისმა ცოლმა, რომელიც ასურთა მოდგმის იყო, მას სამთავიანი ურჩხული ვიშვარუპა უშვა. ურჩხული კი იყო, მაგრამ სახელი გაითქვა სიბრძნით და სიქველით. ინდრამ ვერ აიტანა მისი დიდი სახელი და გადაწყვიტა თავიდან ჩამოეშორებინა მეტოქე. ბოლოს, ყველასათვის უცნობი ღმერთის, ტრიტას ხელით ბოლო მოუღო კიდეც. განრისხებულმა ტვაშტარმა ინდრას დასასჯელად სომისა და ცეცხლისაგან გველეშაპი ვრიტრა შექმნა, მაგრამ როგორც ვიცით, ინდრამ დაამარცხა ვრიტრა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები