დოლიძე გოგი
(→იხილე აგრეთვე) |
(→იხილე აგრეთვე) |
||
| ხაზი 19: | ხაზი 19: | ||
[[კატეგორია:ქართველი მომღერლები]] | [[კატეგორია:ქართველი მომღერლები]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს დამსახურებული არტისტები]] | [[კატეგორია:საქართველოს დამსახურებული არტისტები]] | ||
| + | [[კატეგორია:დოლიძეები]] | ||
22:30, 21 იანვარი 2019-ის ვერსია
დოლიძე გიორგი (გოგი) ლეონიდეს ძე - (5. IX. 1954, თბილისი, – 8. III. 1996, იქვე), ქართველი მომღერალი, ხალხური და საესტრადო სიმღერების შემსრულებელი. საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1998, გარდაცვალების შემდეგ)
1976 დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. მღეროდა სტუდენტთა თვითმოქმედ კოლექტივში. 1979 -96 მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის ხალხური შემოქმედების რედაქციაში, როგორც საესტრადო მომღერალი, პოპულარული გახდა 80-90-იან წწ. იყო შესანიშნავი სოლისტი და პარტნიორი. (მღეროდა დუეტში ე. მამალაძესთან, მ. ძიძიგურთან, მ. ჯაბუასთან და სხვ. ერთად). მოღვაწეობდა 1976-83 ფოლკლორულ ანსამბლ „ფაზისში“, 1986-იდან კი „ქართულ ხმებში“ (ადრე „ჟურნალისტი“, ხელმძღვანელი რ. გოგოლაშვილი). საგასტროლოდ იყო საზღვარგარეთ (გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია, ინგლისი, ესპანეთი, ბელგია, იტალია, შვეიცარია).
1999 დასახელებული იყო XX ს-ის საუკეთესო საესტრადო მომღერალ მამაკაცად საქართველოში.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")