ყელსაბამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 16: ხაზი 16:
 
[[ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი]]
 
[[ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი]]
  
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]][[კატეგორია:სამკაულები]]
+
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]][[კატეგორია:სამკაული]]

13:27, 13 ოქტომბერი 2016-ის ვერსია

ყელსაბამი

ყელსაბამი - ყელის სამკაული.

სულხან-საბას მიხედვით მას „ფარღული“ ეწოდება. ყელსაბამი არის ოქროსი, ვერცხლის, თითბრის, სპილენძის (მოოქრული ან მოვერცხლილი). საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი ყელსაბამი აღმოჩენილია თრიალეთში, რომელიც ძვ.წ. XIX ს-ით თარიღდება.

საყოველთაოდაა ცნობილი ვანის, ახალგორის, მცხეთის, ქარელის, დუშეთის და საქართველოს სხვა რეგიონებში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ყელსაბამები: ფრინველთა გამოსახულებით, კუს გამოსახულებით, ლომებიანი, გომბეშოებიანი, გრეხილით, გვარსით და ინკრუსტაციით შემკულნი.

საქართველოში ძალზე ტრადიციული იყო ვერცხლის ყელსაბამებიც. ცნობილია სვანური ყელსაბამი- „კებზარი“, მას XX საუკუნეებშიც ამზადებდნენ. კებზარის დამზადების ტექნიკა ტრადიციული და ძველისძველია. ახალციხეში ყელსაბამს „ჯიღ-ჯიღასა“ და „ბობღანდს“ უწოდებდნენ. ჯიღ-ჯიღა არის ყელსაბამის ქართული სახელი, რომელიც მესხეთ-ჯავახეთში შემოინახა.

ლიტერატურა

ლ. სოსელია, ოქრომჭედლობის შესწავლისათვის მესხეთში, კრებ.: მესხეთ-ჯავახეთი, 1972 მ.ბ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები