ხოჭოლავა მუხრან
(ახალი გვერდი: '''ხოჭოლავა მუხრან '''ხოჭოლავა (ოდიშელი) მუხრ...) |
|||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
==იხილე აგრეთვე== | ==იხილე აგრეთვე== | ||
| − | *[http://www.nplg.gov.ge/ilia/ka/00005377/ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების | + | *[http://www.nplg.gov.ge/ilia/ka/00005377/ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები] |
*[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00012301/ ბიოგრაფიული ლექსიკონი]] | *[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00012301/ ბიოგრაფიული ლექსიკონი]] | ||
| ხაზი 23: | ხაზი 23: | ||
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]] | [[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]] | [[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]] | ||
| − | |||
[[კატეგორია:სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]] | [[კატეგორია:სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]] | ||
| + | [[კატეგორია:ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები]] | ||
02:15, 30 იანვარი 2019-ის ვერსია
ხოჭოლავა (ოდიშელი) მუხრან-იონა მაქსიმეს ძე (დ. - 22.IX.1881 - გ. - 1924) - სოციალ-დემოკრატი, დამფუძნებელი კრების წევრი.
სარჩევი |
ბიოგრაფია
სწავლობდა თბილისის საოსტატო ინსტიტუტში, შემდეგ სწავლა გააგრძელა პეტერბურგის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სამშობლოში ეწეოდა აქტიურ რევოლუციურ მოღვაწეობას. დამოუკიდებელ საქართველოში სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე მუშაობდა. 1919 წლის თებერვალში სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. იყო საქართველოს მთავრობის უკანასკნელი რწმუნებული სოჭის ოლქში (პირველი გიზო ანჯაფარიძე იყო). 7 თვის განმავლობაში, როცა სოჭის ოლქი საქართველოს იურისდიქციაში იყო მოქცეული (1918 წლის ივლისი - 1919 წლის თებერვალი), თბილისმა რამდენიმე მილიონი მანეთი გადარიცხა სოჭის ბანკში; საქართველოს განათლების სამინისტრომ 100 ათასი მანეთი გამოყო სოჭის სკოლების დასაფინანსებლად. დაიწყო მომზადება აგრარული რეფორმის განსახორციელებლად. სოჭის ქართული ადმინისტრაცია და სამხედრო შტაბი სანატორიუმ „კავკასიის რივიერაში“ მუშაობდა (ეს სანატორიუმი 2013 წელს დაანგრიეს).
მუხრან ხოჭოლავა იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1910); თბილისის განყოფილების წევრი (1918). როგორც დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატი, იგი ხშირად არ ეთანხმებოდა მთავრობის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, გამოდიოდა ნ. ჟორდანიას ჩამოგდების მოთხოვნითაც.
მუხრან ხოჭოლავა მონაწილეობდა საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1924 როგორც დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატი, აირჩიეს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრად. სხვა აჯანყებულებთან ერთად დაიჭირეს და დახვრიტეს.
- დოდო ჭუმბურიძე
ლიტერატურა
სცსა, ფ. 1836, საქ. 109.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი
