ცეცხლაძე გრიგოლ
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ცეცხლაძე გრიგოლ“ გადაიტანა გვერდზე „გრიგოლ ცეცხლაძე“) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „გრიგოლ ცეცხლაძე“ გადაიტანა გვერდზე „ცეცხლაძე გრიგოლ“ გადამისა...) |
22:38, 4 თებერვალი 2019-ის ვერსია
ცეცხლაძე გრიგოლ (დ. - 6.IV.1894, სოფ. ჭანჭეთი - გ. - 23.XI.1976, თბილისი) - ქართველი მწერალი, პოეტი და მთარგმნელი.
სარჩევი |
შემოქმედებითი მოღვაწეობა
დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1915-1917 წლებში იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის ინსტრუქტორი. 1917 დაიწყო ლექსების ბეჭდვა. 1918-1920 წლებში გაზეთ „მეგობრის“, ხოლო 1920-1921 წლებში გაზეთ „სახალხო გაზეთის“ რეპორტიორი; 1919 მისი რედაქტორობით გამოდის ლიტერატურალი ჟურნალი „თოლაბაურის სარტყელი“, რომლის სამი ნომერი გამოიცა. მასში იბეჭდებოდა ცისფერყანწელების შემოქმედება. 4.04.1919 - თბილისში, ჟურნალ „თოლაბაურის სარტყელში“ დაიბეჭდა მისი, გალაკტიონ ტაბიძის, გიორგი ლეონიძის, რაჟდენ გვეტაძის, შალვა კარმელის, ლადო მაჭავარიანის, რაუდ გოგოხიას, კოკი ებრალიძის, ლიენა ლანის, შ. დორდელის, გ. მეგრელიშვილის ლექსები.
1924-1927 წლებში იყო ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქციის, 1927-1929 წლებში გამომცემლობა „ქართული წიგნის“ მდივანი; 1935 იყო საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის წევრი, 1939-1941 წლებში საქართველოს რადიოკომიტეტის ლიტერატურული მუშაკი, 1942-1947 წლებში ჟურნალ „ნიანგის“ ლიტმუშაკი, 1948-1949 წლებში საქლიტფონდის დირექტორის მოადგილე, 1930-1938 წლებში ეწეოდა ლიტერატურულ მუშაობას. მისი თავისუფალი ლექსები („დიხაშხო“, „ოქტომბერი - ფრაგმენტი“ და სხვ.) ახალი ფორმის ძიების ნიშნითაა აღბეჭდილი.
გამოცემული წიგნები
- დადაისტური კრებული „პოეტის ყეფა“ (1924),
- „ოთხი მაუზერი“ (1931),
- „საკუთარი ხმა“ (1935),
- „ფერად-ფერადი ლექსები“ (1949);
თარგმანი
- პუშკინის „ევგენი ონეგინი“,
- ესენინის „ანნა სნეგინა“,
- მაიაკოვსკის ლექსები და პოემები,
- ნეკრასოვის „ვინ ცხოვრობს რუსეთში კარგად“.
ს. ცერეკიძესა და შალვა აფხაიძესთნ ერთად, ქართული ვერლიბრის პირველ თორიტიკოსად ითვლება. იყო ქართული დადამანიფესტის ავტორი.
- გაგა ლომიძე
ლიტერატურა
- ს. სიგუა, „მოდერნიზმი“, თბ., „მწერლის გაზეთი“, 2008;
- ჟურ. „თოლაბაურის სარტყელი“, 1919, №1.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი