ცინცაბაძე გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „გრიგოლ ცინცაბაძე“ გადაიტანა გვერდზე „ცინცაბაძე გრიგოლ“ გადამი...)
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ცინცაბაძე გრიგოლ“ გადაიტანა გვერდზე „[[ცინცაბაძე გრიგოლ დიმიტრის...)

23:04, 4 თებერვალი 2019-ის ვერსია

გრიგოლ ცინცაძე

ცინცაბაძე გრიგოლ დიმიტრის ძე (დ. - 1879, სოფ. ზომლეთი - გ. - 20.02.1938) - სოციალ-დემოკრატი.

სწავლა დაიწყო აკეთის სკოლაში, შემდეგ კი ასოთამწყობის პროფესიას ეუფლებოდა. სწავლის პერიოდიდანვე ჩართული იყო სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში, რის გამოც დააპატიმრეს (1899). 1917 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, 1918 იგი იყო საქართელოს პარლამენტის წევრი, 1919 კი არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1924 წლის აჯანყების შემდეგ ის იყო იატაკქვეშა ორგანიზაციების აღდგენის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

1937 გრიგოლ ცინცაბაძე დააპატიმრეს და სიკვდილი მიუსაჯეს.

მანუჩარ გუნცაძე

ლიტერატურა

  • ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016;
  • ვ. გურული, ნოე ჟორდანია: პოლიტიკური პორტრეტი 1869-1953, თბ., 1999.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები