სასაფეთქლე
(ახალი გვერდი: სასაფეთქლე '''სასაფეთქლე '''// ზილფი - სამკაუ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:SasafeTqle.jpg|thumb|300პქ|სასაფეთქლე]] | [[ფაილი:SasafeTqle.jpg|thumb|300პქ|სასაფეთქლე]] | ||
| − | '''სასაფეთქლე ''' | + | '''სასაფეთქლე ''' - ''(ზილფი )'' - სამკაული ოქროსი, ვერცხლის ან სპილენძისა (მოოქროვილი ან მოვერცხლილი) ამ სამკაულს [[კავი|კავებსაც]] უწოდებდნენ. |
მათი გავრცელების არეალი სამხრეთით არტანუჯს აღწევდა, აღმოსავლეთით საინგილოსა (ისტორიულ ჰერეთს) და დაღესტანს (წახურელ ლეკებს), სადაც „ყოჩ ბოინზუდ“ იწოდება. სასაფეთქლეს მესხეთ-ჯავახეთში გავრცელებული სახელწოდება - „ზილფი“ დასახელებულია მე-17 საუკუნის მზითვის წიგნში, სამკაულ „ჯიღას“ შემადგენელ ელემენტად. | მათი გავრცელების არეალი სამხრეთით არტანუჯს აღწევდა, აღმოსავლეთით საინგილოსა (ისტორიულ ჰერეთს) და დაღესტანს (წახურელ ლეკებს), სადაც „ყოჩ ბოინზუდ“ იწოდება. სასაფეთქლეს მესხეთ-ჯავახეთში გავრცელებული სახელწოდება - „ზილფი“ დასახელებულია მე-17 საუკუნის მზითვის წიგნში, სამკაულ „ჯიღას“ შემადგენელ ელემენტად. | ||
16:59, 21 ოქტომბერი 2016-ის ვერსია
სასაფეთქლე - (ზილფი ) - სამკაული ოქროსი, ვერცხლის ან სპილენძისა (მოოქროვილი ან მოვერცხლილი) ამ სამკაულს კავებსაც უწოდებდნენ.
მათი გავრცელების არეალი სამხრეთით არტანუჯს აღწევდა, აღმოსავლეთით საინგილოსა (ისტორიულ ჰერეთს) და დაღესტანს (წახურელ ლეკებს), სადაც „ყოჩ ბოინზუდ“ იწოდება. სასაფეთქლეს მესხეთ-ჯავახეთში გავრცელებული სახელწოდება - „ზილფი“ დასახელებულია მე-17 საუკუნის მზითვის წიგნში, სამკაულ „ჯიღას“ შემადგენელ ელემენტად.
სულხან-საბა ორბელიანთან ზილფი განმარტებულია როგორც „წინამო“, „ღულამბარი“ და „მაწაკი“. ბესიკ გაბაშვილი - ლექსში „ტანო ტატანო“ - ზილფებს კავების სინონიმად ხმარობს. სპარსული ენის განმარტებით ლექსიკონში „ზილფ“ კულულს, ხვეულს ნიშნავს. სავარაუდოა, სასაფეთქლე საკიდების ქართული სახელი „კავები“ - მომდინარეობდეს ქართლ-კახური თავსამკაულის, ე.წ. „კავებიდან“.
- მ.ბ.
