გოკიელი ჯემალ
ხაზი 22: | ხაზი 22: | ||
[[კატეგორია:კომპოზიტორები]] | [[კატეგორია:კომპოზიტორები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი კომპოზიტორები]] | [[კატეგორია:ქართველი კომპოზიტორები]] | ||
− | [[კატეგორია:საქართველოს სახალხო | + | [[კატეგორია:საქართველოს სსრ სახალხო არტისტები ]] |
16:17, 25 მარტი 2019-ის ვერსია
გოკიელი ჯემალ ივანეს ძე - (4. VIII, 1920, ქუთაისი, – 13. IV. 1991, თბილისი), ქართველი დირიჟორი. პედაგოგი, სახალხო არტისტი (1980) კომპოზიტორ ი. გოკიელის შვილი.
1943 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია საოპერო-სიმფონიური დირიჟორის სპეციალობით (ო. დიმიტრიადის, მ. სტოლიაროვისა და ა. გაუკის კლასები). 1944-48 თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი იყო, 1948-იდან საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი. 1956-იდან მუშაობდა კონსერვატორიის პედაგოგად (საგუნდო-სადირიჟორო კათედრა). ეწეოდა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას. იგი იყო ქართველი კომპოზიტორების არაერთი ახალი ნაწარმოების პირველი შემსრულებელი.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")