ლანსერე ევგენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ლანსერე ევგენი ევგენის ძე''' - (23.VIII.1875, პავლოვსკი - 13.IX.1946, მოსკოვი) - ფერმწერი, მოქანდაკე, ილუსტრატორი, თეატრის მხატვარი,
+
[[ფაილი:Lansere evgeni.jpg|thumb|'''ევგენი ლანსერე''']]
პედაგოგი.  
+
'''ლანსერე ევგენი ევგენის ძე''' - (23.VIII.1875, პავლოვსკი - 13.IX.1946, მოსკოვი) - ფერმწერი, მოქანდაკე, ილუსტრატორი, თეატრის მხატვარი, პედაგოგი.  
  
 
====ბიოგრაფია====
 
====ბიოგრაფია====
დაიბადა ფრანგული წარმომავლობის ცნობილი რუსი ხელოვანების ოჯახში. 1895 მიემგზავრება [[ევროპა|ევროპაში]] და პარიზში სწავლას იწყებს ჯერ ფილიპო კოლაროსის აკადემიაში (Académie Colarossi) (1895-1896), შემდეგ - როდოლფ ჟულიანის აკადემიაში (Académie Julian) (1896-1897). 1898 იღებს დაკვეთას და ასრულებს გრაფიკულ ნამუშევრებს 1899 ეკატერინე ბალაბანოვას მიერ პეტერბურგში გამოცემული წიგნისთვის „ლეგენდები ბრეტანის ძველი ციხესიმაგრეების შესახებ“. 1907-1908 წლებში თანამშრომლობს ნიკოლაი ევრეინოვთან და [[თეატრი|თეატრის]] ისტორიკოსთან, მემუარისტ ბარონ ნიკოლაი ფონ დერ ოსტენ-დრიზენთან ერთად მონაწილეობს „ძველებურ თეატრის“ დაარსებაში. ასრულებს თეატრის სპექტაკლებისთვის ესკიზებს ([[ბალეტი]] „სილვია“, „პატრიკის ტაძრები“). 1911 ქმნის ნამუშევარს ტემპერაში - „პეტრე პირველის დროის ხომალდები“, რომელსაც ტრეტიაკოვის გალერეა იძენს. თანამშრომლობს არქიტექტორებთან და აპროექტებს საინტერესო ინტერიერებს („კაფე ბელგრადში“); მუშაობს კედლის მხატვრობაში ([[ფრესკა]] მოსკოვის დიდ სასტუმროში, პლაფონისა და ფრიზის მოხატულობა ტარასოვების სახლში, პეტერბურგში ფრესკა Café de France-ში). [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დროს (1914-1915) სამხედრო მხატვარი-კორესპონდე-ნტია [[კავკასია|კავკასიაში]]. მისი ნახატები ღია ბარათებად იბეჭდებოდა.
+
დაიბადა ფრანგული წარმომავლობის ცნობილი რუსი ხელოვანების ოჯახში. 1895 წელს მიემგზავრება [[ევროპა|ევროპაში]] და პარიზში სწავლას იწყებს ჯერ ფილიპო კოლაროსის აკადემიაში (Académie Colarossi) (1895-1896), შემდეგ - როდოლფ ჟულიანის აკადემიაში (Académie Julian) (1896-1897). 1898 იღებს დაკვეთას და ასრულებს გრაფიკულ ნამუშევრებს 1899 წელს ეკატერინე ბალაბანოვას მიერ პეტერბურგში გამოცემული წიგნისთვის „ლეგენდები ბრეტანის ძველი ციხესიმაგრეების შესახებ“. 1907-1908 წლებში თანამშრომლობს ნიკოლაი ევრეინოვთან და [[თეატრი|თეატრის]] ისტორიკოსთან, მემუარისტ ბარონ ნიკოლაი ფონ დერ ოსტენ-დრიზენთან ერთად მონაწილეობს „ძველებურ თეატრის“ დაარსებაში. ასრულებს თეატრის სპექტაკლებისთვის ესკიზებს ([[ბალეტი]] „სილვია“, „პატრიკის ტაძრები“). 1911 წელს ქმნის ნამუშევარს ტემპერაში - „პეტრე პირველის დროის ხომალდები“, რომელსაც ტრეტიაკოვის გალერეა იძენს. თანამშრომლობს არქიტექტორებთან და აპროექტებს საინტერესო ინტერიერებს („კაფე ბელგრადში“); მუშაობს კედლის მხატვრობაში ([[ფრესკა]] მოსკოვის დიდ სასტუმროში, პლაფონისა და ფრიზის მოხატულობა ტარასოვების სახლში, პეტერბურგში ფრესკა Café de France-ში). [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დროს (1914-1915) სამხედრო მხატვარი-კორესპონდე-ნტია [[კავკასია|კავკასიაში]]. მისი ნახატები ღია ბარათებად იბეჭდებოდა.
  
 
1917-1919 წლებში ცხოვრობს დაღესტანში, თემირ-ხან-შურაში. 1919 მუშაობს მხატვრად [[ანტონ დენიკინი|ანტონ დენიკინის]] მოხალისეთა [[არმია|არმიის]] სამაუწყებლო-პროპაგანდისტულ ბიუროში. 1920 გადმოდის თბილისში, სადაც 14 წელს დაჰყოფს - იცხოვრებს 1934 წლამდე, შემდეგ კი ბრუნდება მოსკოვში. 1920 მუშაობას იწყებს მხატვრად საქართველოს ისტორიისა და ბუნების ცენტრალურ მუზეუმში (შემდგომში სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი), რაც მას საშუალებას აძლევს გაეცნოს საქართველოს კულტურას, ისტორიას, მატერიალურ ძეგლებს. როგორც გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ (11. VI. 1920) იუწყება, მხატვრები ლანსერე, ნიკოლაძე, შევარდნაძე, ერისთავი და შარლემანი შეუდგნენ დამოუკიდებელი საქართველოსთვის ახალი ფულის ნიშნების
 
1917-1919 წლებში ცხოვრობს დაღესტანში, თემირ-ხან-შურაში. 1919 მუშაობს მხატვრად [[ანტონ დენიკინი|ანტონ დენიკინის]] მოხალისეთა [[არმია|არმიის]] სამაუწყებლო-პროპაგანდისტულ ბიუროში. 1920 გადმოდის თბილისში, სადაც 14 წელს დაჰყოფს - იცხოვრებს 1934 წლამდე, შემდეგ კი ბრუნდება მოსკოვში. 1920 მუშაობას იწყებს მხატვრად საქართველოს ისტორიისა და ბუნების ცენტრალურ მუზეუმში (შემდგომში სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი), რაც მას საშუალებას აძლევს გაეცნოს საქართველოს კულტურას, ისტორიას, მატერიალურ ძეგლებს. როგორც გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ (11. VI. 1920) იუწყება, მხატვრები ლანსერე, ნიკოლაძე, შევარდნაძე, ერისთავი და შარლემანი შეუდგნენ დამოუკიდებელი საქართველოსთვის ახალი ფულის ნიშნების
ხაზი 15: ხაზი 15:
 
მოიცა). 1922 [[ვალერიან სიდამონ-ერისთავი|ვალერიან სიდამონ-ერისთავთან]] ერთად მუშაობს მხატვრად ივანე პერესტიანის ფილმზე „სურამის ციხე“. 1922 მონაწილეობს თბილისის სამხატვრო აკადემიის დაარსებაში. იყო მისი პროფესორი, ფერწერის ფაქულტეტის დეკანი. 1927 თბილისის სამხატვრო აკადემიის მივლინებით ნახევარი წლით მიემგზავრე-
 
მოიცა). 1922 [[ვალერიან სიდამონ-ერისთავი|ვალერიან სიდამონ-ერისთავთან]] ერთად მუშაობს მხატვრად ივანე პერესტიანის ფილმზე „სურამის ციხე“. 1922 მონაწილეობს თბილისის სამხატვრო აკადემიის დაარსებაში. იყო მისი პროფესორი, ფერწერის ფაქულტეტის დეკანი. 1927 თბილისის სამხატვრო აკადემიის მივლინებით ნახევარი წლით მიემგზავრე-
 
ბა პარიზში. 1930 მოხატა საქართველოს ისტორიის მუზეუმის ვესტიბიული. 1937 გიორგი ჩუბინაშვილმა უკვე მოსკოვში მცხოვრები ე. ლანსერე მოიწვია შოთა რუსთაველის საიუბილეო გამოფენაზე მონაწილეობისთვის. სერია მიძღვნილი რუსთაველის ეპოქის ქართული ხუროთმოძღვრებისადმი სწორედ ამ გამოფენასთან დაკავშირებით შეიქმნა.
 
ბა პარიზში. 1930 მოხატა საქართველოს ისტორიის მუზეუმის ვესტიბიული. 1937 გიორგი ჩუბინაშვილმა უკვე მოსკოვში მცხოვრები ე. ლანსერე მოიწვია შოთა რუსთაველის საიუბილეო გამოფენაზე მონაწილეობისთვის. სერია მიძღვნილი რუსთაველის ეპოქის ქართული ხუროთმოძღვრებისადმი სწორედ ამ გამოფენასთან დაკავშირებით შეიქმნა.
:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::ნანა ყიფიანი
 
  
 +
:::::::::::::::::::::::::::::::::::::'''''ნანა ყიფიანი'''''
  
 
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==
* Е. Е. Л а н с е р е, Несколько слов о моей жизни на Кавказе, ჟურ. Творчество, 1936, №1;  
+
* Е. Е. Лансере, Несколько слов о моей жизни на Кавказе, ჟურ. Творчество, 1936, №1;  
* Г. А. М а с х а р а ш в и л и, Закавказье в произведениях Е. Е. Лансере, ჟურ. Искусство, 1960, №11;  
+
* Г. А. Масхарашвили, Закавказье в произведениях Е. Е. Лансере, ჟურ. Искусство, 1960, №11;  
* П. С П а в л и н о в, Экспедиция Е. Лансере в Сванетию в 1929, კრებ. Искусствознание, 2013, №1-2;  
+
* П. С Павлинов, Экспедиция Е. Лансере в Сванетию в 1929, კრებ. Искусствознание, 2013, №1-2;  
 
* Подобедова О. И. Е. Е. Лансере, М., 1961;  
 
* Подобедова О. И. Е. Е. Лансере, М., 1961;  
* რ. შ მ ე რ ლ ი ნ გ ი, ა. ვ ო ლ ს კ ა ი ა, ევ. ლანსერე, დაღესტნური ეტიუდები, ჟურნ. საბჭოთა ხელოვნება, 1961, №3.
+
* რ. შმერლინგი, ა. ვოლსკაია, ევ. ლანსერე, დაღესტნური ეტიუდები, ჟურნ. საბჭოთა ხელოვნება, 1961, №3.
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

12:05, 29 მარტი 2019-ის ვერსია

ევგენი ლანსერე

ლანსერე ევგენი ევგენის ძე - (23.VIII.1875, პავლოვსკი - 13.IX.1946, მოსკოვი) - ფერმწერი, მოქანდაკე, ილუსტრატორი, თეატრის მხატვარი, პედაგოგი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა ფრანგული წარმომავლობის ცნობილი რუსი ხელოვანების ოჯახში. 1895 წელს მიემგზავრება ევროპაში და პარიზში სწავლას იწყებს ჯერ ფილიპო კოლაროსის აკადემიაში (Académie Colarossi) (1895-1896), შემდეგ - როდოლფ ჟულიანის აკადემიაში (Académie Julian) (1896-1897). 1898 იღებს დაკვეთას და ასრულებს გრაფიკულ ნამუშევრებს 1899 წელს ეკატერინე ბალაბანოვას მიერ პეტერბურგში გამოცემული წიგნისთვის „ლეგენდები ბრეტანის ძველი ციხესიმაგრეების შესახებ“. 1907-1908 წლებში თანამშრომლობს ნიკოლაი ევრეინოვთან და თეატრის ისტორიკოსთან, მემუარისტ ბარონ ნიკოლაი ფონ დერ ოსტენ-დრიზენთან ერთად მონაწილეობს „ძველებურ თეატრის“ დაარსებაში. ასრულებს თეატრის სპექტაკლებისთვის ესკიზებს (ბალეტი „სილვია“, „პატრიკის ტაძრები“). 1911 წელს ქმნის ნამუშევარს ტემპერაში - „პეტრე პირველის დროის ხომალდები“, რომელსაც ტრეტიაკოვის გალერეა იძენს. თანამშრომლობს არქიტექტორებთან და აპროექტებს საინტერესო ინტერიერებს („კაფე ბელგრადში“); მუშაობს კედლის მხატვრობაში (ფრესკა მოსკოვის დიდ სასტუმროში, პლაფონისა და ფრიზის მოხატულობა ტარასოვების სახლში, პეტერბურგში ფრესკა Café de France-ში). პირველი მსოფლიო ომის დროს (1914-1915) სამხედრო მხატვარი-კორესპონდე-ნტია კავკასიაში. მისი ნახატები ღია ბარათებად იბეჭდებოდა.

1917-1919 წლებში ცხოვრობს დაღესტანში, თემირ-ხან-შურაში. 1919 მუშაობს მხატვრად ანტონ დენიკინის მოხალისეთა არმიის სამაუწყებლო-პროპაგანდისტულ ბიუროში. 1920 გადმოდის თბილისში, სადაც 14 წელს დაჰყოფს - იცხოვრებს 1934 წლამდე, შემდეგ კი ბრუნდება მოსკოვში. 1920 მუშაობას იწყებს მხატვრად საქართველოს ისტორიისა და ბუნების ცენტრალურ მუზეუმში (შემდგომში სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი), რაც მას საშუალებას აძლევს გაეცნოს საქართველოს კულტურას, ისტორიას, მატერიალურ ძეგლებს. როგორც გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ (11. VI. 1920) იუწყება, მხატვრები ლანსერე, ნიკოლაძე, შევარდნაძე, ერისთავი და შარლემანი შეუდგნენ დამოუკიდებელი საქართველოსთვის ახალი ფულის ნიშნების პროექტის შედგენას. მაგრამ 1921 წ-ის ანექსიის შემდეგ ე. ლ. იოსებ შარლემანთან ერთად უკვე ქმნის გასაბჭოებული საქართველოს გერბს. 1920-იანი წლების დასაწყისში აფორმებს ეგნატე ნინოშვილის „პალიასტომის ტბას“;

1921 ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის დროს, ის გიორგი ჩუბინაშვილის მიერ ორგანიზებულ დავით გარეჯის ექსპედიციაშია. ქმნის ფერწერულ ნამუშევრებს: „ლავრას საგუშაგო კოშკი მზის ჩასვლისას“, „უდაბნოს მონასტერი. საერთო ხედი მთის წვერიდან. თბილისის მხარეს“, „ლავრას შიდა ეზო“ და სხვ.

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ექსპედიციებშია: შიო მღვიმეში, გურიაში, მცხეთაში, ზედაზენზე, ბეთანიაში, ქუთაისში, დაღესტანში, სომხეთში, აზერბაიჯანში. უნიკალური იყო მისი ექსპედიცია 1927 სვანეთში, სადამდეც 30-კმ-იანი ლეჩხუმის უღელტეხილის ფეხით გადასვლით მიაღწია და სადაც აწარმოა დღიურის ჩანაწერები, პირადი წერილები და უმდიდრესი სახვითი მასალა (ჩანახატების 3 ალბომი, 30 ნამუშევარი ტემპერით, სანგინით, ნახშირითა და აკვარელით), რომელიც ძირითადად ასახავს ზემო სვანეთის 14 თემის ყოფას. ამზადებს მაკეტებს წიგნებისთვის თბილისზე, სადაც შედის 12 ლითოგრაფია თბილისისხედებით და სვანეთში ექსპედიციისას შესრულებული სერიისთვის (არც ერთი წიგნი არ გა- მოიცა). 1922 ვალერიან სიდამონ-ერისთავთან ერთად მუშაობს მხატვრად ივანე პერესტიანის ფილმზე „სურამის ციხე“. 1922 მონაწილეობს თბილისის სამხატვრო აკადემიის დაარსებაში. იყო მისი პროფესორი, ფერწერის ფაქულტეტის დეკანი. 1927 თბილისის სამხატვრო აკადემიის მივლინებით ნახევარი წლით მიემგზავრე- ბა პარიზში. 1930 მოხატა საქართველოს ისტორიის მუზეუმის ვესტიბიული. 1937 გიორგი ჩუბინაშვილმა უკვე მოსკოვში მცხოვრები ე. ლანსერე მოიწვია შოთა რუსთაველის საიუბილეო გამოფენაზე მონაწილეობისთვის. სერია მიძღვნილი რუსთაველის ეპოქის ქართული ხუროთმოძღვრებისადმი სწორედ ამ გამოფენასთან დაკავშირებით შეიქმნა.

ნანა ყიფიანი

ლიტერატურა

  • Е. Е. Лансере, Несколько слов о моей жизни на Кавказе, ჟურ. Творчество, 1936, №1;
  • Г. А. Масхарашвили, Закавказье в произведениях Е. Е. Лансере, ჟურ. Искусство, 1960, №11;
  • П. С Павлинов, Экспедиция Е. Лансере в Сванетию в 1929, კრებ. Искусствознание, 2013, №1-2;
  • Подобедова О. И. Е. Е. Лансере, М., 1961;
  • რ. შმერლინგი, ა. ვოლსკაია, ევ. ლანსერე, დაღესტნური ეტიუდები, ჟურნ. საბჭოთა ხელოვნება, 1961, №3.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ევგენი ლანსერე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები