მოსეშვილი იასონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 19: | ხაზი 19: | ||
[[კატეგორია:ქართველი ქიმიკოსები]] | [[კატეგორია:ქართველი ქიმიკოსები]] | ||
[[კატეგორია:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები]] | [[კატეგორია:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:მოსეშვილები]] |
12:46, 15 აპრილი 2019-ის ვერსია
მოსეშვილი იასონ პავლეს ძე (1876, სოფ. გუბი, ქუთაისის მაზრ. – 1968, ქ. თბილისი ) - ქიმიკოსი, პროფესორი (1920).
1902 დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება და დატოვებული იქნა ქიმიის კათედრაზე.
1919 წელს მოიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ხელმძღვანელობდა არაორგანული ქიმიის კათედრას, სადაც მუშაობდა 1965 წლამდე. მან ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი საქართველოში არაორგანული და ანალიზური ქიმიის სწავლების საქმეს. იგი იკვლევდა საქართველოს ტერიტორიაზე (ქანებში, ნიადაგში, წყლებში) მიკროელემენტების გავრცელების საკითხებს. დაჯილდოებულია ორდენითა და მედლებით.
- მანანა ლილუაშვილი
ლიტერატურა
- ქსე, ტ. VII, თბ.,1984;
- ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926“, თბ., 2006.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი