ბარნოვი ვასილ
(→ბიოგრაფია) |
|||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
1917 წლდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი და ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1918-1924 წლებში ასწავლიდა ქართულ სიტყვიერებას [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან]] არსებულ, სრული გიმნაზიის უფლებით მოქმედ „[[შალვა ნუცუბიძე|შალვა ნუცუბიძის]] კურსებზე“, 1918-1921 წლებში - თბილისის იუნკერთა სასწავლებელში. | 1917 წლდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი და ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1918-1924 წლებში ასწავლიდა ქართულ სიტყვიერებას [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან]] არსებულ, სრული გიმნაზიის უფლებით მოქმედ „[[შალვა ნუცუბიძე|შალვა ნუცუბიძის]] კურსებზე“, 1918-1921 წლებში - თბილისის იუნკერთა სასწავლებელში. | ||
| − | 1918 წელს დაასრულა მუშაობა ცნობილ რომანზე „ტრფობა წამებული“, სიუჟეტი VIII-IX სს. საქართველოს ისტორიული სინამდვილიდან იყო აღებული. 1919 დაწერა მოთხრობა „გველის ზეიმი“. 1919 ფოლკლორული და ისტორიულ-ლიტერატურული წყაროების საფუძველზე შეადგინა არსენა ოძელაშვილის სრული ბიოგრაფია. 1919 აღინიშნა იუბილე, რომელსაც იმდროინდელი პრესა ატიურად ეხმაურებოდა. ქვეყნდებოდა არაერთი წერილი და ფოტო. 1920 - „განასკვილი სიმი“ და „სადედოფლო სარტყელი“. 5.X.1920 ქ. სიღნაღში აღინიშნა მისი სამწერლო მოღვაწეობის 30 წლის იუბილე. მოხსენებები წაიკითხეს: [[ლეონიძე გიორგი|გ. ლეონიძემ]], [[მაყაშვილი კოტე|კ. მაყაშვილმა]], [[დუტუ მეგრელი|დუტუ მეგრელმა]], ს. შანშიაშვილმა და სხვ. 1921 - „ნაძვნარის დევი“. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, ჩაბმული იყო [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა|ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის]] ბრძოლაში. | + | 1918 წელს დაასრულა მუშაობა ცნობილ რომანზე „ტრფობა წამებული“, სიუჟეტი VIII-IX სს. საქართველოს ისტორიული სინამდვილიდან იყო აღებული. 1919 დაწერა მოთხრობა „გველის ზეიმი“. 1919 ფოლკლორული და ისტორიულ-ლიტერატურული წყაროების საფუძველზე შეადგინა არსენა ოძელაშვილის სრული ბიოგრაფია. 1919 აღინიშნა [[იუბილე]], რომელსაც იმდროინდელი პრესა ატიურად ეხმაურებოდა. ქვეყნდებოდა არაერთი წერილი და ფოტო. 1920 - „განასკვილი სიმი“ და „სადედოფლო სარტყელი“. 5.X.1920 ქ. სიღნაღში აღინიშნა მისი სამწერლო მოღვაწეობის 30 წლის იუბილე. მოხსენებები წაიკითხეს: [[ლეონიძე გიორგი|გ. ლეონიძემ]], [[მაყაშვილი კოტე|კ. მაყაშვილმა]], [[დუტუ მეგრელი|დუტუ მეგრელმა]], ს. შანშიაშვილმა და სხვ. 1921 - „ნაძვნარის დევი“. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, ჩაბმული იყო [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა|ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის]] ბრძოლაში. |
1921-1930 წლებში თბილისის უნივერსიტეტის მუშფაკში ასწავლიდა [[ქართული ენა|ქართულ ენა]]სა და ლიტერატურას. ავტორია რომანებისა: „მიმქრალი შარავანდედი“, „არმაზის მსხვრევა“, „დედოფალი ბიზანტიისა“, „ცოდვა სიჭაბუკისა“, „ისნის ცისკარი“ და მრავლობითი მოთხრობებისა. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. | 1921-1930 წლებში თბილისის უნივერსიტეტის მუშფაკში ასწავლიდა [[ქართული ენა|ქართულ ენა]]სა და ლიტერატურას. ავტორია რომანებისა: „მიმქრალი შარავანდედი“, „არმაზის მსხვრევა“, „დედოფალი ბიზანტიისა“, „ცოდვა სიჭაბუკისა“, „ისნის ცისკარი“ და მრავლობითი მოთხრობებისა. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. | ||
17:35, 28 მაისი 2019-ის ვერსია
ბარნოვი ვასილ ზაქარიას ძე - (ბარნაველი), (22.V.1856, სოფ. კოდა, თბილსიის მაზრ. - 4.XI.1934, თბილისი) - მწერალი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული ისტორიული რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
სარჩევი |
ბიოგრაფია
განათლება მიიღო თბილისის სასულიერო სასწავლებელსა და სემინარიაში. 1878 ჩააბარა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში ისტორიის ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგ, სამი წლის განმავლობაში სენაკის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლობდა, შემდგომ მუშაობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორის თანაშემწედ. 1880 წლის მიწურულს აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად.
1978-1979 წლებში გაზ. „დროებაში“ გამოქვეყნდა პირველი კორესპონდენცია „რამდენიმე სურათი ხევსურების ცხოვრებიდან“ და ლექსი „ქართველი ქალი“. 1893 წელს ჟურ. „კვალში“ გამოქვეყნდა პირველი მოთხრობა „პატარა ლევანი“. 1901 გაზ. „მოამბეში“ - პირველი რომანი „ისნის ცისკარი“. 1885 თელავში გადავიდა მასწავლებლად. 1911 თბილისში დაბრუნდა და სასულიერო სემინარიაში ქართულ ლიტერატურას ასწავლიდა. ასევე მუშაობდა დიმიტრი ბაქრაძის „ისტორიულ-არქეოლოგიურ კაბინეტში“ და გაზ. „ივერიაში“.
1917 წლდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი და ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1918-1924 წლებში ასწავლიდა ქართულ სიტყვიერებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ, სრული გიმნაზიის უფლებით მოქმედ „შალვა ნუცუბიძის კურსებზე“, 1918-1921 წლებში - თბილისის იუნკერთა სასწავლებელში.
1918 წელს დაასრულა მუშაობა ცნობილ რომანზე „ტრფობა წამებული“, სიუჟეტი VIII-IX სს. საქართველოს ისტორიული სინამდვილიდან იყო აღებული. 1919 დაწერა მოთხრობა „გველის ზეიმი“. 1919 ფოლკლორული და ისტორიულ-ლიტერატურული წყაროების საფუძველზე შეადგინა არსენა ოძელაშვილის სრული ბიოგრაფია. 1919 აღინიშნა იუბილე, რომელსაც იმდროინდელი პრესა ატიურად ეხმაურებოდა. ქვეყნდებოდა არაერთი წერილი და ფოტო. 1920 - „განასკვილი სიმი“ და „სადედოფლო სარტყელი“. 5.X.1920 ქ. სიღნაღში აღინიშნა მისი სამწერლო მოღვაწეობის 30 წლის იუბილე. მოხსენებები წაიკითხეს: გ. ლეონიძემ, კ. მაყაშვილმა, დუტუ მეგრელმა, ს. შანშიაშვილმა და სხვ. 1921 - „ნაძვნარის დევი“. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, ჩაბმული იყო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლაში.
1921-1930 წლებში თბილისის უნივერსიტეტის მუშფაკში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. ავტორია რომანებისა: „მიმქრალი შარავანდედი“, „არმაზის მსხვრევა“, „დედოფალი ბიზანტიისა“, „ცოდვა სიჭაბუკისა“, „ისნის ცისკარი“ და მრავლობითი მოთხრობებისა. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
- ეკა ჯავახიშვილი
ლიტერატურა
- ენც. „საქართველო“, ტ. I, თბილისი, 1997;
- შ. რადიანი, „ვასილ ბარნოვის ისტორიული რომანები“, თბ., 1944;
- ვ. ცისკარიძე, ბარნოვი (ბარნაველი) ვასილ ზაქარიას ძე;
- ს. ჭილაია, უახლესი ქართული მწერლობა, თბ., 1972;
- გაზ. ერთობა, 1919, №240, №244;
- ჟურ. ცისარტყელა, 1919, №6;
- ჟურ. თეატრი და ცხოვრება, 1919, №9;
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი