სიფარი
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
[[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]] | [[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]] | ||
− | + | ||
[[კატეგორია:შუმერული ქალაქები]] | [[კატეგორია:შუმერული ქალაქები]] | ||
[[კატეგორია:ქალაქები ძველ მესოპოტამიაში]] | [[კატეგორია:ქალაქები ძველ მესოპოტამიაში]] |
16:03, 29 მაისი 2019-ის ვერსია
სიფარი – (ბაბილონ.) მზის მთავარი საკულტო ქალაქი ჩრდილო შუმერში.
შუმერულ „მეფეთა სიის“ თანახმად, სიფარი არის რიგით მეოთხე ქალაქი, სადაც დამკვიდრდა მეფობა, რომელსაც 28000 წლის მანძილზე ასრულებდა ვინმე ენმედურანა; აქედან მეფობა გადასულა წარღვნამდელი ცივილიზაციის უკანასკნელ ქალაქში, შურუფაქში. სხვა, ალბათ ადგილობრივი, ტრადიციით, სიფარს – „მარადიულ (ან დასაბამიერ) ქალაქს“ ენლილის განგებით არ შეხებია წარღვნის გამანადგურებელი ნიაღვარი. სიფარის გამორჩეულობას ადასტურებს წარღვნის ბაბილონური მითოსის ბერძნულ ენაზე შემორჩენილი ვერსია, რომლის მიხედვითაც წარღვნის წინ აქ იქნა ჩამარხული ბაბილონეთის მთელი ისტორიის („უწინარესი, შუა და უკანასკნელი ამბების“) შემცველი თიხის ფირფიტები, რათა წარღვნის შემდეგ ამოეთხარათ და მათ საფუძველზე აღედგინათ დაღუპული ცივილიზაცია.