ველოკარდიოფაციალური სინდრომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ველოკარდიოფაციალური სინდრომი''' ანუ დი ჯორჯის სინდრომი (di Georg...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ველოკარდიოფაციალური სინდრომი“ გადაიტანა გვერდზე „[[დი ჯორჯის ს...)

16:48, 6 ივნისი 2019-ის ვერსია

ველოკარდიოფაციალური სინდრომი ანუ დი ჯორჯის სინდრომი (di George syndrome) გამოწვეულია 22q11 ქრომოსომის დელეციით (აქედანაა მისი ალტერნატიული დასახელება - 22q11 ქრომოსომის დელეციის სინდრომი). ეს სინდრომი შედარებით გავრცელებული ციტოგენური ანომალიაა (1 შემთხვევა 4000 სულ მოსახლეზე) და იწვევს მთელ რიგ ფიზიკურ და კოგნიტურ დარღვევებს (Murphy, 2002). შემთხვევათა დაახლოებით 30%-ში ვითარდება სხვადასხვა სახის ფსიქიკური აშლილობა (როგორც შიზოფრენიისმაგვარი, ასევე გუნებ-განწყობის). მართალია, ეს სინდრომი შიზოფრენიის იშვიათი მიზეზია (მთელი შემთხვევების 1%), მაგრამ გვიჩვენებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს შიზოფრენიის განვითარებისთვის 22q11 ქრომოსომას.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები