კაპგრას სინდრომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კაპგრას სინდრომი''' - პაციენტს სჯერა, რომ მისი ახლობელი [[ადამ...) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია:ფსიქიატრიული ტერმინები]] | [[კატეგორია:ფსიქიატრიული ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:ბოდვითი აშლილობა]] | [[კატეგორია:ბოდვითი აშლილობა]] | ||
| − | |||
[[კატეგორია:ბოდვა]] | [[კატეგორია:ბოდვა]] | ||
მიმდინარე ცვლილება 17:25, 10 ივნისი 2019 მდგომარეობით
კაპგრას სინდრომი - პაციენტს სჯერა, რომ მისი ახლობელი ადამიანი ორეულით არის შეცვლილი. ის აღიარებს, რომ არასწორად იდენტიფიცირებული პიროვნება ძალინ ჰგავს მის ნაცნობს, მაგრამ მაინც დარწმუნებულია, რომ ეს ორი სხვადასხვა ადამიანია. ეს იშვიათი მდგომარეობაა და უფრო ხშირად მას ქალებთან ვხვდებით. დეპერსონალიზაცია, დერეალიზაცია და déjâ vu განცდა. ყველაზე ხშირად ამ დროს შიზოფრენიის დიაგნოზს სვამენ (Berson, 1983).
არასწორად იდენტიფიცირებული პიროვნება, ჩვეულებრივ, პაციენტის პარტნიორი ან ნათესავია. კაპგრას სინდრომის მქონე ზოგიერთი პაციენტი შეიძლება აგრესიულად მოიქცეს და თავს დაესხას წარმოსახვით ორეულს. მოცემული სინდრომი რედუპლიცირებული პარამნეზიის მაგალითს წარმოადგენს (Lishman, 1998).