ნერვული ანორექსია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(იხილე აგრეთვე)
ხაზი 12: ხაზი 12:
 
შემდგომში უმართავი ხდება. ცენტრალური ფსიქოლოგიური ნიშანია სხეულის ფორმასა და წონასთან დაკავშირებული ზეღირებულოვანი იდეები. პაციენტს შეიძლება ჰქონდეს დამახინჯებული წარმოდგენა თავის სხეულზე, სჯეროდეს, რომ ის ძალიან მსუქანია, ხოლო სინამდვილეში წონის მწვავე დეფიციტს განიცდიდეს. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ პაციენტების უმრავლესობას არ სურს, რომ წონაში მატების მიზნით სხვისაგან დახმარება მიიღოს.
 
შემდგომში უმართავი ხდება. ცენტრალური ფსიქოლოგიური ნიშანია სხეულის ფორმასა და წონასთან დაკავშირებული ზეღირებულოვანი იდეები. პაციენტს შეიძლება ჰქონდეს დამახინჯებული წარმოდგენა თავის სხეულზე, სჯეროდეს, რომ ის ძალიან მსუქანია, ხოლო სინამდვილეში წონის მწვავე დეფიციტს განიცდიდეს. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ პაციენტების უმრავლესობას არ სურს, რომ წონაში მატების მიზნით სხვისაგან დახმარება მიიღოს.
  
 +
==== ნერვული ანორექსიის კრიტერიუმები DSM-IV მიხედვით ====
 +
 +
{| class="wikitable"
 +
|-
 +
! ნერვული ანორექსიის კრიტერიუმები DSM-IV მიხედვით
 +
|-
 +
|
 +
* უარის თქმა სიმაღლისა და ასაკის მიხედვით დადგენილი წონის მინიმალური ნორმის შენარჩუნებაზე (მაგ. წონაში კლებისას, პაციენტის წონა მოსალოდნელი წონის 85%-–ს ან ნაკლებს შეადგენს ან წონაში მატებისას ის ვერ აღწევს საჭირო სტანდარტს, რის გამოც მისი წონა მოსალოდნელ წონაზე ნაკლებია და სტანდარტული წონის 85%-ს, ან ნაკლებს შეადგენს)
 +
 +
* წონის ნაკლებობის მიუხედავად წონაში მატებისა და გასუქების ძლიერი შიში წ წუხილი სხეულის წონის და ფორმის გამო; სხეულის წონისა და ფორმის არაადეკვატური ზეგავლენა თვითშეფასებაზე; იმ ფაქტის მიუღებლობა, რომ სხეულის დაბალი წონა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს
 +
 +
* ამენორეა რეპროდუქციული ასაკის ქალებში, ანუ ერთმანეთის მიყოლებით სამი უკანასკნელი მენსტრუალური ციკლის გამოტოვება (ქალს მაშინ უდასტურდება ამენორეა, თუ ციკლი აღდგება მხოლოდ ჰორმონის – მაგ. ესტროგენის მიღების შემდეგ).
 +
 +
|-
 +
| '''ნერვული ანორექსიის ტიპები'''
 +
|-
 +
|
 +
* '''შეზღუდვითი/რესტრიქციული ტიპი'''. ნერვული ანორექსიის მიმდინარე ეპიზოდის დროს პიროვნება რეგულარულად არ
 +
არის დაკავებული უკონტროლო კვებითა და გამწმენდების გამოყენებით (თვითგამოწვეული პირღებინებით ან საფაღარათე საშუალებებით, დიურეტიკებისა და ოყნის ბოროტად გამოყენებით)
 +
 +
|-
 +
|
 +
* '''გაწმენდითი ტიპი/უკონტროლო კვება.''' ნერვული ანორექსიის მიმდინარე ეპიზოდის დროს პიროვნება რეგულარულად არის
 +
დაკავებული უკონტროლო კვებით და გამწმენდების გამოყენებით (თვით-გამოწვეული პირღებინებით ან საფაღარათე საშუალებების, დიურეტიკებისა და ოყნის ბოროტად გამოყენებით).
 +
 +
|}
 
==== სიგამხდრისაკენ სწრაფვა ====  
 
==== სიგამხდრისაკენ სწრაფვა ====  
 
სიგამხდრისაკენ სწრაფვა შეიძლება რამდენიმე ფორმით გამოვლინდეს. ზოგადად, პაციენტები ჭამენ ძალიან ცოტას და საკუთარ თავს ძალიან დაბალკალორიულ ზღვარს უწესებენ (ხშირად 600-სა და 1000 კკალ-ს შორის). ზოგიერთი ცდილობს, წონის დაკლებას მიაღწიოს პირღებინების გამოწვევით, ინტენსიური ვარჯიშით და საფაღარათე საშუალებების ბოროტად გამოყენებით. ხშირად პაციენტებს მოიცავს საკვებზე ფიქრი და დროდადრო სიამოვნებას იღებენ იმით, რომ სხვისთვის „კულინარულ შედევრებს“
 
სიგამხდრისაკენ სწრაფვა შეიძლება რამდენიმე ფორმით გამოვლინდეს. ზოგადად, პაციენტები ჭამენ ძალიან ცოტას და საკუთარ თავს ძალიან დაბალკალორიულ ზღვარს უწესებენ (ხშირად 600-სა და 1000 კკალ-ს შორის). ზოგიერთი ცდილობს, წონის დაკლებას მიაღწიოს პირღებინების გამოწვევით, ინტენსიური ვარჯიშით და საფაღარათე საშუალებების ბოროტად გამოყენებით. ხშირად პაციენტებს მოიცავს საკვებზე ფიქრი და დროდადრო სიამოვნებას იღებენ იმით, რომ სხვისთვის „კულინარულ შედევრებს“

15:03, 13 ივნისი 2019-ის ვერსია

ნერვული ანორექსია - (F50.0), (anorexia nervosa), სხეულის წონის გამიზნული დაკლება (რომელსაც პაციენტი ნებაყოფლობით იწყებს და აგრძელებს) და, ასევე, სპეციფიკური ფსიქოპათოლოგიური გამოვლინებებები, როცა სიმსუქნის ან ცუდი ფიგურის შიში აღწევს მყარი, აკვიატებული და ზეღირებულოვანი იდეის რეგისტრს.

პაციენტები ზღუდავენ საკუთარი სხეულის მასას, რასაც ჩვეულებრივ თან სდევს ორგანიზმის სხვადასხვა ხარისხით განლევა-გამოფიტვა, მეორადი ენდოკრინული და მეტაბოლური ცვლილებები, ფიზიოლოგიურ ფუნქციათა დარღვევები (მაგ., ამენორეა).

აშლილობის სიმპტომები მოიცავს – მკაცრ დიეტურ შეზღუდვებს, ზომაგადასულ ფიზიკურ ვარჯიშებს, ხელოვნურად გამოწვეულ ხშირ პირღებინებას, საფაღარათო საშუალებების, მადის დამთრგუნველი და დიურეზული საშუალებების გამოყენებას.

ჩვეულებრივ, აშლილობა უვითარდებათ მოზარდ გოგონებსა და ახალგაზრდა ქალებს, თუმცა შეიძლება აღვნიშნოთ ზრდასრულ მანდილოსნებს თვით მენოპაუზამდე, ასევე – მოზარდ ვაჟებსა და ახალგაზრდა მამაკაცებს. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

ტერმინი „ნერვული ანორექსია“, პირველად გამოიყენა ინგლისელმა ექიმმა უილიამ გალმა 1868 წელს, თუმცა, ნერვული ანორექსიის მრავალი შემთხვევა ადრეც იყო დაფიქსირებული. მან ხაზი გაუსვა ამ მდგომარეობის ფსიქოლოგიურ საფუძველს, წონის აღდგენის საჭიროებას და ოჯახის როლს. ამავე პერიოდში მოცემული მდგომარეობა აღწერა შარლ ლასეგმაც (Charles Lasègue), რომელიც პარიზში მოღვაწეობდა. ნერვული ანორექსიის წამყვანი ნიშნებია სხეულის ძალიან დაბალი წონა (სტანდარტულ წონაზე 15%-ით ნაკლები; სხეულის მასის ინდექსი <17.5), განსაკუთრებული დამოკიდებულება სხეულის წონისა და ფორმის მიმართ, წონაში მატებისა და სიმსუქნის ძლიერი შიში, სიგამხდრის ძლიერი მოთხოვნილება და ამენორეა ქალებში (იხ.ნერვული ანორექსიის კრიტერიუმები DSM-IV მიხედვით)

პაციენტების უმრავლესობა ახალგაზრდა ქალია. ეს მდგომარეობა, როგორც წესი, ვითარდება მოზარდობის პერიოდში, თუმცა, ის შესაძლებელია ბავშვობაში ან უფრო გვიანდელ ასაკშიც განვითარდეს. ის ჩვეულებრივი დიეტის დაცვის მსგავსად იწყება, მაგრამ შემდგომში უმართავი ხდება. ცენტრალური ფსიქოლოგიური ნიშანია სხეულის ფორმასა და წონასთან დაკავშირებული ზეღირებულოვანი იდეები. პაციენტს შეიძლება ჰქონდეს დამახინჯებული წარმოდგენა თავის სხეულზე, სჯეროდეს, რომ ის ძალიან მსუქანია, ხოლო სინამდვილეში წონის მწვავე დეფიციტს განიცდიდეს. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ პაციენტების უმრავლესობას არ სურს, რომ წონაში მატების მიზნით სხვისაგან დახმარება მიიღოს.

სარჩევი

ნერვული ანორექსიის კრიტერიუმები DSM-IV მიხედვით

ნერვული ანორექსიის კრიტერიუმები DSM-IV მიხედვით
  • უარის თქმა სიმაღლისა და ასაკის მიხედვით დადგენილი წონის მინიმალური ნორმის შენარჩუნებაზე (მაგ. წონაში კლებისას, პაციენტის წონა მოსალოდნელი წონის 85%-–ს ან ნაკლებს შეადგენს ან წონაში მატებისას ის ვერ აღწევს საჭირო სტანდარტს, რის გამოც მისი წონა მოსალოდნელ წონაზე ნაკლებია და სტანდარტული წონის 85%-ს, ან ნაკლებს შეადგენს)
  • წონის ნაკლებობის მიუხედავად წონაში მატებისა და გასუქების ძლიერი შიში წ წუხილი სხეულის წონის და ფორმის გამო; სხეულის წონისა და ფორმის არაადეკვატური ზეგავლენა თვითშეფასებაზე; იმ ფაქტის მიუღებლობა, რომ სხეულის დაბალი წონა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს
  • ამენორეა რეპროდუქციული ასაკის ქალებში, ანუ ერთმანეთის მიყოლებით სამი უკანასკნელი მენსტრუალური ციკლის გამოტოვება (ქალს მაშინ უდასტურდება ამენორეა, თუ ციკლი აღდგება მხოლოდ ჰორმონის – მაგ. ესტროგენის მიღების შემდეგ).
ნერვული ანორექსიის ტიპები
  • შეზღუდვითი/რესტრიქციული ტიპი. ნერვული ანორექსიის მიმდინარე ეპიზოდის დროს პიროვნება რეგულარულად არ

არის დაკავებული უკონტროლო კვებითა და გამწმენდების გამოყენებით (თვითგამოწვეული პირღებინებით ან საფაღარათე საშუალებებით, დიურეტიკებისა და ოყნის ბოროტად გამოყენებით)

  • გაწმენდითი ტიპი/უკონტროლო კვება. ნერვული ანორექსიის მიმდინარე ეპიზოდის დროს პიროვნება რეგულარულად არის

დაკავებული უკონტროლო კვებით და გამწმენდების გამოყენებით (თვით-გამოწვეული პირღებინებით ან საფაღარათე საშუალებების, დიურეტიკებისა და ოყნის ბოროტად გამოყენებით).

სიგამხდრისაკენ სწრაფვა

სიგამხდრისაკენ სწრაფვა შეიძლება რამდენიმე ფორმით გამოვლინდეს. ზოგადად, პაციენტები ჭამენ ძალიან ცოტას და საკუთარ თავს ძალიან დაბალკალორიულ ზღვარს უწესებენ (ხშირად 600-სა და 1000 კკალ-ს შორის). ზოგიერთი ცდილობს, წონის დაკლებას მიაღწიოს პირღებინების გამოწვევით, ინტენსიური ვარჯიშით და საფაღარათე საშუალებების ბოროტად გამოყენებით. ხშირად პაციენტებს მოიცავს საკვებზე ფიქრი და დროდადრო სიამოვნებას იღებენ იმით, რომ სხვისთვის „კულინარულ შედევრებს“ ქმნიან. ნერვული ანორექსიით დაავადებული ზოგიერთი პაციენტი აღიარებს, რომ საჭმელს მალავს, ზოგი კი მაღაზიიდან იპარავს ან სხვა გზით შოულობს მას.

უკონტროლო კვება

უკონტროლო კვება. პაციენტების ერთ ჯგუფს ახასიათებს უკონტროლო კვების განმეორებითი ეპიზოდები. ასეთი ტიპის ქცევა ინტენსიური ხდება ასაკთან ერთად და ქრონიკულ სახეს იღებს. უკონტროლო კვების ეპიზოდების დროს პაციენტი, როგორც წესი, ისეთ საკვებს იღებს, რომლისგანაც, ჩვეულებრივ, თავს იკავებს. გადაჭარბებული ჭამის შემდეგ პაციენტი შებერილობას გრძნობს და, შეიძლება მან ხელოვნურად გამოიწვიოს პირღებინება. ასეთ ეპიზოდებს თან სდევს სინდისის ქენჯნა და წონაში დაკლების ინტენსიური ძალისხმევა. პაციენტის აღშფოთებას იწვევს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ურჩევს მას ჭამისაგან თავი არ შეიკავოს. მას შეუძლია, გადამალოს საკვები, ან ჭამის დამთავრებისთანავე, სხვებისთვის შეუმჩნევლად, გამოიწვიოს პირღებინება. DSM-IV-ის მიხედვით, ნერვული ანორექსია, რომელიც უკონტროლო კვებასთან და გამწმენდი საშუალებების (ლაქსატივები, დიურეტიკები და ოყნა) ავადმოხმარებასთან არის დაკავშირებული, რესტრიქციულისაგან განსხვავებულ ტიპად ითვლება.

ამენორეა

ამენორეა ერთ-ერთი ფიზიკური ანომალიაა, რომელიც ტრადიციულად შეტანილია დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებში. ის ვლინდება ნერვული ანორექსიის ადრეულ სტადიაზე და შემთხვევათა მეხუთედში წინ უსწრებს წონის მკვეთრ კლებას; თუმცა, ანამნეზის შეკრების დროს ირკვევა, რომ პაციენტს დიეტა ადრე ჰქონდა დაწყებული. რიგ შემთხვევებში, თავიდან ყურადღებას იქცევს ამენორეა, ხოლო მოგვიანებით კვებითი აშლილობა.

სხვა სიმპტომები

სხვა სიმპტომები: დეპრესიული, შფოთვითი და ობსესიური სიმპტომები, გუნებ-განწყობის ლაბილობა და სოციუმიდან გარიყვა ამ მდგომარეობის საერთო ნიშნებია. როგორც წესი, მას თან სდევს სექსუალური ინტერესის დაქვეითებაც.

ფიზიკური შედეგები

ნერვული ანორექსიისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი სიმპტომები და ნიშნები მეორადია და შიმშილის შედეგს წარმოადგენს. მათ შეიძლება ორგანიზმის სხვადასხვა სისტემა დააზიანონ (იხ. ცხრილი).


წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები