ტრანსვესტიზმი ფეტიშისტური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(იხილე აგრეთვე)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 32: ხაზი 32:
  
 
==იხილე აგრეთვე==  
 
==იხილე აგრეთვე==  
[[ტრანსვესტიზმი ორროლური|ტრანსვესტიზმი, ორროლური]]  
+
* [[ტრანსვესტიზმი ორროლური|ტრანსვესტიზმი, ორროლური]]
 +
* [[სექსუალური უპირატესობის აშლილობა]]
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

მიმდინარე ცვლილება 13:38, 21 ივნისი 2019 მდგომარეობით

ფეტიშისტური ტრანსვესტიზმი

ტრანსვესტიზმი, ფეტიშისტური - (F65.1), (transvestizm, ferishistic), საპირისპირო სქესის ტანსაცმლის ხმარება ერთი მიზნით – მიაღწიოს სქესობრივ აღგზნებას და მიიღოს საპირისპირო სქესის გარეგნობა.

ფეტიშისტური ტრანსვესტიზმი განსხვავდება ტრანსსექსუალური ტრანსვესტიზმისაგან სქესობრივი აღგზნების მიღწევასთან აშკარა დაკავშირებით და, აგრეთვე, ორგაზმის მიღწევისა და აღგზნების შემცირების შემდეგ, ტანსაცმლის გახდის სურვილით. შეიძლება ადგილი ჰქონდეს ტრანსსექსუალიზმის განვითარების ადრეულ ეტაპზე. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

ICD-10-ში ეს მდგომარეობა ფეტიშური ტრანსვესტიზმის სახელწოდებითაა ცნობილი. ტერმინი „ფეტიშური ტრანსვესტიზმი“ აქ იმის გამო გამოიყენება, რომ ის აღნიშნავს მსგავსებას სექსუალური ფეტიშიზმის შემთხვევებთან, სადაც „ობიექტს“ ტანსაცმლის დეტალი წარმოადგენს. ფეტიშური ტრანსვესტიზმის დროს ზოგჯერ საპირისპირო სქესის რამდენიმე აქსესუარს ატარებენ, ზოგჯერ კი მთელი ჩაცმულობა საპირისპირო სქესისაა. ფეტიშური ტრანსვესტიზმი იშვიათად გვხვდება ქალებში (ყველა ქალი, რომელიც საწინააღმდეგო სქესის სამოსს სპეციფიკურად იცვამს, ან ტრანსსექსუალია, ან ლესბოსელი). ქვემოთ მოყვანილი აღწერილობა მხოლოდ მამაკაცებს მიესადაგება.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

იმ პოპულაციის პროცენტული მაჩვენებელი, რომელსაც ოდესმე საპირისპირო სქესის ტანსაცმელი უტარებია, 1.5 და 10 პროცენტს შორის მერყეობს

[რედაქტირება] აღწერა

პიროვნება ქალის ტანსაცმლის ჩაცმას, ჩვეულებრივ, სქესობრივი მომწიფების ასაკში იწყებს. ეს იწყება რამდენიმე აქსესუარის ტარებით, შემდეგ კი ხდება სხვა დეტალების დამატება იქამდე, სანამ პიროვნება ბოლომდე საპირისპირო სქესის ტანსაცმლით არ შეიმოსება. ფეტიშისტი ტრანსვესტები სექსუალურ აგზნებას განიცდიან საპირისპირო სქესის ტანსაცმლის ჩაცმისას და ეს ქცევა ხშირად მასტურბაციით მთავრდება. სექსუალური აგზნება უფრო ხშირია ახალგაზრდებში და, შესაძლოა, შესუსტდეს ასაკთან ერთად. ამ დროს პიროვნება საპირისპირო სქესის ტანსაცმელს იმის გამო იცვამს, რომ ქალად იგრძნოს თავი. ზოგჯერ ასეთი ტანსაცმელი საზოგადოებაში აცვიათ - ხან მამაკაცის ტანსაცმლის ქვეშ, ხან კი გარედან.

განსხვავებით ტრანსსექსუალებისგან, ფეტიშისტ ტრანსვესტებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ მათი სქესი შეესაბამება მათ გარეგნულ სექსუალურ მახასიათებლებს. მათი უმრავლესობა ჰეტეროსექსუალია და ბევრს სექსუალური პარტნიორი ჰყავს. თუმცა, მათი უმრავლესობა, ვინც ფსიქიატრთან დადის, თავის ქცევას პარტნიორს უმალავს. ასეთი ქცევის გამოაშკარავებისას, პარტნიორების უმეტესობა დისტრესსა და ზიზღს გამოხატავს. იშვიათია ისეთი შემთხვევები, როდესაც პარტნიორები ფეტიშისტებს ტანსაცმლის მოპოვებაში ეხმარებიან.

[რედაქტირება] ეტიოლოგია

მიზეზი უცნობია. არსებობს რამდენიმე თეორია, რომლებიც ფაქტებით არ არის გამყარებული.

[რედაქტირება] პროგნოზი

არ არსებობს ისეთი გამოკვლევა, რომელსაც შეიძლება დავეყრდნოთ. კლინიკური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ შემთხვევათა უმრავლესობაში ეს ანომალია წლების განმავლობაში გასტანს. ის თანდათან მცირდება სქესობრივი ლტოლვის შესუსტებასთან ერთად, საშუალო ასაკში ან მოგვიანებით. თუმცა, ფეტიშურ ტრანსვესტიზმს სხვადასხვაგვარი გამოსავალი შეიძლება ჰქონდეს და ფეტიშიზმის მიმართ გამოთქმული პროგნოზი მასაც მიესადაგება. ტრანსვესტი ფეტიშისტების უმცირესობას თანდათანობით უყალიბდებათ რწმენა, რომ ისინი ქალები არიან. ტრანსვესტი ფეტიშისტები საპირისპირო სქესის სამოსს იცვამენ, მაგრამ ამას თან არ ახლავს სექსუალური აგზნება, რის გამოც ისინი ტრანსსექსუალებს ემსგავსებიან.

[რედაქტირება] მკურნალობა

არ არსებობს ფეტიშური ტრანსვესტიზმის სპეციფიკური მკურნალობა.

(ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)

[რედაქტირება] სინონიმი

ტრანსვესტური ფეტიშიზმი

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები