პოსტტრავმული შფოთვითი აშლილობა ბავშვთა ასაკში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: პოსტტრავმული შფოთვითი აშლილობა ბავშვთა ასაკში - [[დაავადებე...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბავშვთა ასაკის პოსტტრავმული სტრესული აშლილობა“ გადაიტანა გვერ...)
 
(ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 17: ხაზი 17:
 
[[ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში]]
 
[[ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში]]
 
[[კატეგორია:ბავშვთა ფსიქიატრია]]
 
[[კატეგორია:ბავშვთა ფსიქიატრია]]
[[კატეგორია:პოსტტრავმული შფოთვითი აშლილობა]]
+
[[კატეგორია: პოსტტრავმული აშლილობა]]
 
[[კატეგორია: შფოთვითი აშლილობა]]
 
[[კატეგორია: შფოთვითი აშლილობა]]

მიმდინარე ცვლილება 11:38, 8 ივლისი 2019 მდგომარეობით

პოსტტრავმული შფოთვითი აშლილობა ბავშვთა ასაკში - ICD-10-ში, ბავშვთა შფოთვითი აშლილობების ქვეთავში, ასეთი კატეგორია შეტანილი არაა, მიუხედავად იმისა, რომ პოსტტრავმული შფოთვითი აშლილობა შეიძლება ბავშვთა ასაკში განვითარდეს. კლინიკური ნიშნები მოზრდილ ასაკში განვითარებული აშლილობის მსგავსია. გამოხატულია ძილის დარღვევები, ღამის კოშმარები, ფლეშბექები და იმ სიტუაციებისთვის თავის არიდება, რომელიც ტრავმასთანაა ასოცირებული. ასეთ ბავშვებს ხშირად უვითარდებათ ირაციონალური განშორების შფოთვა და რეგრესული ქცევა.

სარჩევი

[რედაქტირება] ეტიოლოგია

ისევე, როგორც მოზრდილ ასაკში, პოსტტრავმული აშლილობა ვითარდება უმძიმესი, მწვავე სტრესის შედეგად, როგორიცაა, ბავშვის ტყვედ ჩავარდნა, სამოქალაქო კონფლიქტები და ბუნებრივი კატასტროფები. პოსტტრავმული აშლილობის განვითარების მიზეზი, შეიძლება ფიზიკური ან სექსუალური ძალადობაც იყოს (Goodwin, 1988). ეს აშლილობა, ისევე როგორც მოზრდილებში, იშვიათ ძლიერ კატასტროფებთან შედარებით, უფრო ხშირად ავტოსაგზაო ან სხვა სახის ავარიების შემდეგ ვითარდება. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ საგზაო შემთხვევების შემდეგ, ბავშვების 14%-ს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა განუვითარდა (Keppel-Benson et al., 2002).

[რედაქტირება] პროგნოზი

ბავშვთა ასაკის პოსტტრავმული სტრესული აშლილობის პროგნოზი სისტემურად შესწავლილი არ ყოფილა; თუმცა, დადგენილია, რომ მწვავე მდგომარეობები გრძელდება 6 თვიდან ერთ წლამდე და ზოგჯერ მეტხანსაც (Yule, 1994).

[რედაქტირება] მკურნალობა

მკურნალობა ისეთივეა, როგორიც ზრდასრული პირების შემთხვევაში. ჩვეულებრივ, გადატანილი კატასტროფის შემდეგ, ხდება დაუყოვნებლივი კონსულტაციის (დებრიფინგის) უზრუნველყოფა. მოზრდილებისთვის ასეთი ჩარევის ეფექტურობა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც კონსულტაციის დროს არ არის გამოყენებული კოგნიტური თერაპიის პროცედურები, რომელიც ეხმარება მსხვერპლს “გადაამუშაოს” სტრესთან დაკავშირებული მოგონებები, საკამათოა.


[რედაქტირება] წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები