ენკოპრეზი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ენკოპრეზი“ გადაიტანა გვერდზე „ფეკალური მასებით დასვრა“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფეკალური მასებით დასვრა“ გადაიტანა გვერდზე „ენკოპრეზი“ გადამ...) |
მიმდინარე ცვლილება 16:06, 8 ივლისი 2019 მდგომარეობით
ენკოპრეზი - ტერმინი „ენკოპრეზი” ორი მნიშვნელობით იხმარება. უფრო ფართო გაგებით, ფეკალური მასებით დასვრას, ხოლო უფრო ვიწრო გაგებით - შეუფერებელ ადგილებში, მათ შორის საცვლებშიც, ფორმირებული ფეკალური მასების განმეორებად გამოყოფას ნიშნავს.
სამი წლის ასაკისთვის ბავშვების 6%, სულ ცოტა, კვირაში ერთხელ მაინც ისვრება ფეკალური მასებით. 7 წლისთვის ეს რიცხვი 1.5%-მდე მცირდება, ხოლო 11 წლის ასაკში მხოლოდ 1%-ს (თვეში ერთხელ ან ორჯერ) აღენიშნება. უკონტროლო დეფეკაციის შემთხვევები გოგონებთან 3-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ბიჭებთან.
სარჩევი |
[რედაქტირება] ეტიოლოგია
ბავშვებს, რომლებსაც ნებისმიერი მიზეზით ფეკალური მასებით ესვრებათ ტანსაცმელი, შეიძლება რცხვენოდეთ, უარყოფდნენ მომხდარს და მალავდნენ ჭუჭყიან საცვლებს. უკონტროლო დეფეკაციას რამდენიმე მიზეზი აქვს:
[რედაქტირება] ყაბზობა
ყაბზობა გადავსებული ფეკალური მასებით უკონტროლო დეფეკაციის ხშირი მიზეზია. უჯრედისით ღარიბი საკვები ან პროტესტის ნიშნად დეფეკაციაზე უარის თქმა იწვევს ხანგრძლივ და მყარ ყაბზობას. ჰირშსპრუნგის (Hirschsprung’s) დაავადება იშვიათი, მაგრამ მნიშვნელოვანი მიზეზია. უკონტროლო დეფეკაცია ხდება მაშინ, როდესაც რექტუმში თხევადი ფეკალური მასები მყარ ფეკალურ საცობს შემოსაზღვრავს.
[რედაქტირება] ტუალეტის გამოყენების შიში
ზოგჯერ ბავშვებს დეფეკაციისას ყოველგვარი დისკომფორტისა და ტკივილის გარეშეც ეშინიათ მოსაქმება. შესაძლოა, ისინი ფიქრობენ, რომ ტუალეტში რაღაც საშიში მხეცი ბინადრობს ან სკოლაში ბავშვების დაცინვის რცხვენიათ.
[რედაქტირება] კონტროლის დასწავლის უუნარობა
ასეთი პრობლემები შეიძლება აღენიშნებოდეთ ბავშვებს, რომლებსაც დასწავლის პრობლემები აქვთ, ან ნორმალური ინტელექტის ბავშვებს, რომელთა ტრენირება არასისტემური და არაადეკვატური იყო.
[რედაქტირება] სტრესით ინდუცირებული რეგრესი
ბავშვებმა, რომლებსაც ჰქონდათ დასწავლილი დეფეკაციის კონტროლი, ძლიერი სტრესის შედეგად შეიძლება დაკარგონ ამის უნარი, მაგ., სექსუალური ძალადობის შემდეგ.
[რედაქტირება] პროტესტი
ზოგი ბავშვი განზრახ აცხადებს უარს შესაბამის ადგილებში დეფეკაციაზე. ზოგი კი ფეკალურ მასებს კედლებზე ან სხვაგან უსვამს. ასეთი ბავშვის ოჯახში, როგორც წესი, უამრავი სოციალური პრობლემაა და თავად ბავშვს სხვა ემოციური და ქცევითი დარღვევები აღენიშნება. ასეთი ქცევა, უპირატესად, მშობლების მიმართ აგრესიის გამოხატულებაა, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ბავშვები ამას უარყოფენ.
[რედაქტირება] მკურნალობა
მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. პირველ რიგში, უნდა დავადგინოთ, არის თუ არა ყაბზობა, გამოვავლინოთ მისი მიზეზი და, დადგენის შემთხვევაში, ვუმკურნალოთ მას. ამისათვის საჭიროა ბავშვის პედიატრთან ერთად გამოკვლევა. მაშინაც კი, როდესაც ყაბზობა ძირითადი მიზეზი არაა, აუცილებელია მისი, როგორც მეორადი პრობლემის, მკურნალობა. ბავშვს, რომელსაც აქვს შიში, სჭირდება ემპათია და თანადგომა. ტუალეტის არაადეკვატური ტრენინგის გამოსწორება ბიჰევიორული მეთოდებითაა შესაძლებელი. კერძოდ, საჭიროა მიღწევადი მიზნების დასახვა, დაჯილდოებისა და წახალისების გამოყენება და მშობლებისთვის დახმარების გაწევა. სტრესით ინდუცირებული რეგრესი, ჩვეულებრივ, აღმოიფხვრება, თუკი ბავშვს ტრავმის დაძლევაში დავეხმარებით. პროტესტით განპირობებული უკონტროლო დეფეკაციის მკურნალობა შედარებით რთულია, რადგან აქ ფართო სპექტრის სოციალური და ფსიქოლოგიური პრობლემებია ჩართული, რასაც ხანგრძლივი და ინტენსიური დახმარება სჭირდება. როდესაც სტაციონარგარეშე მკურნალობა არაეფექტურია, ან საჭიროა ინტენსიური ტრენირებისა და ბიჰევიორული თერაპიების გამოყენება, ბავშვი სტაციონარში თავსდება. ასეთ შემთხვევაში მშობლები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი მკურნალობის პროცესში, რათა სახლში დაბრუნების შემდეგ, თავიდან ავიცილოთ მდგომარეობის გაუარესება.
[რედაქტირება] პროგნოზი
ნებისმიერი მიზეზის შემთხვევაში, მოზარდობის ასაკში ენკოპრეზი ძალიან იშვიათია, თუმცა, მასთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება გაგრძელდეს. მკურნალობის ჩატარებისას, უმეტეს შემთხვევაში, ეფექტი ერთი წლის განმავლობაში მიიღწევა.