Orchis ustulata L
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: Orchis ustulata L. '''Orchis ustulata L.''' – ოჯახი: ჯადვარისებრ...) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | ||
| − | [[კატეგორია:მცენარეები]] | + | [[კატეგორია:ვავილოვანი მცენარეები]] |
[[კატეგორია:ჯადვარისებრნი]] | [[კატეგორია:ჯადვარისებრნი]] | ||
15:43, 1 ოქტომბერი 2019-ის ვერსია
Orchis ustulata L. – ოჯახი: ჯადვარისებრნი (Orchidaceae). მცენარის ღერო 15-50 სმ სიმაღლისაა, შეფოთლილი; ზედა ნაწილში დაფარულია წაწვეტებული, ფოთლისმაგვარი ვაგინებით. ფოთლები მოყვანილობით მოგრძო-ლანცეტაა, ლეგა, ძირისკენ შევიწროებული და პატარა წვეტით დაბოლოებული. ყვავილედი ხშირ და მრავალყვავილიანია, ცილინდრული. ყვავილები პატარა ზომისაა; მუზარადი მოშავო-მეწამული ფერისაა და მობლაგვო; ყვავილსაფრის შიგნითა ფოთლები ვარდისფერია; ტუჩი – ღია ვარდისფერი ან მოთეთრო. მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება შუა და ზედა სარტყლებში ტყისპირა მიდამოებსა და ბუჩქნარში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე. სპორადულად მთელ საქართველოშია გავრცელებული.