ლაფანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
[[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | ||
| − | [[კატეგორია:მცენარეები]] | + | [[კატეგორია:ხე მცენარეები]] |
[[კატეგორია:კაკლისებრთა ოჯახი]] | [[კატეგორია:კაკლისებრთა ოჯახი]] | ||
16:01, 1 ოქტომბერი 2019-ის ვერსია
ლაფანი - (Pterocarya pterocarpa Kunth ex I. Iljinsk); ოჯახი: კაკლისებრნი (Juglandaceae). 10 მეტრამდე სიმაღლის ხეა, მოთეთრო ქერქით. ფოთოლს აქვს მრავალი წყვილი ხერხკბილა ფოთოლაკი. მოყვანილობით მოგრძო-კვერცხისებურია, ქვედა მხარეზე ძარღვების კუთხეში თეთრი ბეწვებით. ყვავილები შეკრებილია მჭადა ყვავილედებად. ყვ. ნაყ. III-IV. იზრდება მთის ქვედა სარტყლის ტენიან ტყეებში, მდინარეთა და მათი შენაკადების ნაპირებზე ერთეული ეგზემპლარების სახით ან მცირე კორომებად. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია მდ. ალაზნის ჭალაში. ძირითადად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში. მცენარე შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც მოწყვლადი სახეობა.