წყავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 19: | ხაზი 19: | ||
[[კატეგორია:ხე მცენარეები]] | [[კატეგორია:ხე მცენარეები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ბუჩქოვანი მცენარეები]] |
[[კატეგორია:ვარდისებრნი]] | [[კატეგორია:ვარდისებრნი]] | ||
16:50, 3 ოქტომბერი 2019-ის ვერსია
წყავი – (Laurocerasus officinalis M. Roem = Prunus laurocerasus L.); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). 1-6 მ სიმაღლის ხე ან ბუჩქია, დატოტვილი. ფოთლები მოგრძო-ელიფსურია, მოკლეყუნწიანი, პრიალა, ტყავისებური. ყვავილედი ხშირი, აღმამდგომი მტევანია. გვირგვინი თეთრია, ნაყოფი შავი ფერისაა. ყვ. IV-V; ნაყ. VIII. მცენარე იზრდება ტყეებში, როგორც ქვეტყე. შედის აგრეთვე ბუჩქნარების შემადგენლობაში, ხშირად სუფთა რაყებს ქმნის. კახეთში ის საკმაოდ იშვიათია. მისი ნახვა შესაძლებელია ილტოს აღკვეთილსა და მდინარე კისისხევის ხეობაში. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში.