ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება''' - (4 ოქტომბერი ახ. სტ.) იოაკი...)
 
 
(2 მომხმარებლების 6 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება''' - (4 ოქტომბერი ახ. სტ.) იოაკიმესა და ანნას აღთქმა ჰქონდათ დადებული, თუ შვილი მიეცემოდათ, უფლისათვის უნდა შეეწირათ იგი. როცა მარიამს სამი წელი შეუსრულდა, მშობლებმა გადაწყვიტეს შეესრულებინათ თავიანთი დანაპირები: უხმეს ნათესავებს, საუკეთესო შესამოსელით მორთეს მარიამი და მასთან ერთად თორმეტი მისი ასაკის გოგონა. ყველა წმიდა გალობითა და ანთებული სანთლებით ხელში მივიდა იერუსალიმის ტაძარში. აქ ღმრთაებრივ ყრმას პირველმღვდელმთავარი ზაქარია გამოეგება სამღვდელოების წევრებთან ერთად. იგი ეამბორა ბავშვს და ასე დალოცა: „შთამომავალთა შორის განადიდა უფალმა ღმერთმა სახელი შენი! უკანასკნელ ჟამს შენ მიერ გამოიხსნას უფალმა ისრაელის შვილები“.
+
[[ფაილი:Joto RvtismSoblis taZrad miyvana.jpg|thumb|250პქ|ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება, ფრესკა]]
 +
'''ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება''' - დიდი საღვთისმშობლო დღესასწაული არის ღვთისმშობლის [[იერუსალიმის ტაძარი|იერუსალიმის ტაძრად]] მიყვანება (21 ნოემბერი /4 დეკემბერი). ისევე, როგორც ღვთისმშობლისშობა, არც ეს დღესასწაული ეფუძნება უშუალოდ [[სახარება|სახარების]] ან ისტორიულ მოწმობებს, მაგრამ ის იც აღვსილია მორწმუნე ქრისტიანისთვის უდიდესი სულიერი აზრით.
  
პატარა მარიამმა, ზეგარდმო ძალით, სწრაფად აიარა მრავალსაფეხურიანი მაღალი კიბე და იმ წმიდათაწმიდა საკურთხეველში შევიდა, სადაც წელიწადში ერთხელ სამღვდელოთაგან მხოლოდ მღვდელმთავარს ჰქონდა შესვლის უფლება. უფლის შთაგონებით მღვდელმთავარმა არ აუკრძალა ბავშვს და ყოვლადწმიდა მარიამი იქ იყო, სანამ მღვდელმთავარებმა არ დაწინდეს მართალ იოსებზე. ტაძარში მყოფნი გაოცებას ვერ ფარავდნენ ამ არაჩვეულებრივი მოვლენის გამო.
+
საღვთისმსახურო ტექსტებში საუბარია იმის შესახებ, რომ მშობლებმა სამი წლის გოგონა მარიამი ტაძარში მიიყვანეს, რათა ის იქ უფლისადმი მიძღვნილ ქალწულებთან ერთად გაზრდილიყო; და სატაძრო თემი, [[მღვდელი|მღვდელ]] ზაქარიას, იოანე ნათლისმცემლის მამის, წინამძღოლობით საზეიმოდ დახვდა მას. გოგონა მიყვანილ იქნა წმინდა ადგილზე, რათა ყოფილიყო „[[ანგელოზი|ანგელოზთაგან]] გამოკვებილი“ და გამხდარიყო უფლის „წმინდათა წმინდა“, ცოცხალი [[საკურთხეველი]] და ტაძარი ღვთაებრივი ყრმისა, რომელიც მისგან იშვება.
  
წმ. მამათა სწავლებით, ამ დღეს უფალმა თავის დედად ამოირჩია პატარა მარიამი.
+
სავსებით ნათელია, რომ 44-ე [[ფსალმუნი|ფსალმუნიდან]] სიტყვები, რომელსაც ამ დღეებში ღვთისმსახურებაზე კითხულობენ, მარიამის იერუსალიმის ტაძარში მიყვანების ზეიმის მიძღვნას შთააგონებს:
  
ყოვლადწმიდა ქალწული სხვა ქალწულებთან ერთად იზრდებდა. მათ ღმრთისმოსავი მეთვალყურეები წმიდა წერილის კითხვასა და ხელსაქმეს ასწავლიდნენ. ლოცვისთვის კი წმ. მარიამი „წმიდათაწმიდაში“ შედიოდა, სადაც საქმის კეთება და სხვა ნივთების შეტანა არ შეეძლო. როგორც წმიდა გარდამოცემა გვცაუწყებს, მას დრო ასე ჰქონდა გადან აწილებული: დილის 6 საათიდან 9 საათამდე ლოცვად იდგა; 9 საათიდან 12 საათამდე ხელსაქმით ან წმ. წერილის კითხვით იყო დაკავებული; 12 საათიდან კვლავ ლოცვას იწყებდა და არ ამთავრებდა მანამ, სანამ უფლის ანგელოზი საჭმელს არ მოუტანდა.
+
''„ისმინე ასულო, და იხილე, მომაპყარ ყური; და დაივიწყე შენი ერი და შენი მამის სახლი./ მოისურვა მეფემ შენი სილამაზე; რადგან თვით არის უფალი, ღმერთი შენი.../ მეფის ასულის მთელი დიდება შიგნითაა, შემკულია მოოქროვილი ქობით და
 +
ნაირგვარად შემოსილი./ მოიყვანენ მეფესთან ქალწულებს მის შემდგომ, მის მოყვასებს მოიყვანენ შენთან. / მოგგვრიან შენ გალობითა და სიხარულით და შეიყვანენ მათ მეფის ტაძარში. / შენს მამათა წილ იქნებიან შენი შვილები და დაადგენ მათ მთავრებად მთელს
 +
ქვეყანაზე. / გავიხსენებ შენს სახელს ყველა თაობაში; ამისთვის გაღიარებენ შენ ერები უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე“'' (ფსალმ. 44:10-17)
  
წმ. ქალწულმა მოკლე დროში ისწავლა კითხვა. იგი გამოირჩეოდა მახვილგონიერებით, უყვარდა წმ. წერილის კითხვა და მასზე მსჯელობა. მისი ნიჭიერება ყველას აოცებდა. ეხერხებოდა ყველანაირი ხელსაქმე: სელისა და მატყლის დართვა, მღვდელმსახურთა შესამოსელის კერვა და ქარგვა. წმ. გიორგი ნიკომიდიელი ასე აღწერს ანგელოზთა გამოცხადებას: „ფიზიკურ ზრდასან ერთად, წმ. ქალწულში სულიწმიდის ნიჭიც იზრდებოდა. მას ხშირად ანგელოზები ეცხადებოდნენ და ეს მღვდელმთავარმა ზაქარიამაც შეიტყო: „ერთხელ „წმიდათაში“ მსახურების დროს მან იხილა, თუ როგორ გადასცა ანგელოზმა მარიამს საჭმელი. გაოცებული ზაქარია დაფიქრდა და თქვა: „ეს რა უჩვეულო და ახალი ხილვაა! როგორც ჩანს ანგელოზი ესაუბრება ქალწულს“ ...ნეტარი იერონიმე კი დასძენს: „ანგელოზები ყოველდღიურად მოდიოდნენ მასთან. თუ რაზე საუბრობდნენ ისინი ეს უწყის მხოლოდ უფალმა, წმიდა ქალწულმა, განუყრელმა მფარველმა მთავარანგელოზმა გაბრიელმა და ანგელოზებმა, რომელნიც ყოველდღიურად ესაუბრებოდნენ მას“.
+
[[ეკლესია]] ფსალმუნის ამ სიტყვებს უყურებს, როგორც წინასწარმეტყველებას, რომელიც საუბრობს უშუალოდ მარიამზე, უფლის დედაზე. თანახმად [[ლუკა მახარებელი|ლუკას]] სახარებისა, რომელიც ყოველი საღვთისმშობლო [[დღესასწაული|დღესასწაულის]] [[ღამისთევის ლოცვა]]ზე იკითხება, თავად ღვთისმშობელი წარმოთქვამს შემდეგ სიტყვებს:
  
საღმრთო წერილის კარგად მცოდნეს, ესაიას წინასწარმეტყველების კითხვა უყვარდა, განსაკუთრებით იმ ადგილისა, სადაც ეწერა: „აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და ეწოდოს სახელი მისი ემმანუელ, რაც თარგმანებით ნიშნავს, ჩვენთან არს ღმერთი“. განსაკუთრებული სიყვარულით აღივსებოდა მისი გული არა მარტო იმ ადგილის კითხვისას, სადაც საუბარი მომავალ მესიას შეეხებოდა, არამედ იმ ქალწულის მიმართ, ვინც მისი მშობელი უნდა გამხდარიყო. წინასწარმეტყველებებიდან კარგად იცოდა, რომ მესიის მოსვლის დრო მოახლოებული იყო. ფიქრობდა, რომ ეს უდიდესი ქალწული უკვე არსებობდა ამქვეყნად.  ამიტომაც ხშირად ლოცვისას თვალცრემლიანი ევედრებოდა უფალს, ღირსი გამხდარიყო ეხილა დედა ღმღთისა.
+
„და თქვა მარიამმა: ადიდებს სული ჩემი უფალს, და გაიხარა სულმა ჩემმა ღვთის მიმართ, ჩემი მაცხოვრისა, რადგან მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს, რადგან, აჰა, ამიერიდან შემომნატრებს მე ყოველი მოდგმა; რადგან ქმნა დიდებული ჩემთვის ძლიერმა და წმიდაა სახელი მისი, და წყალობა მისი იყოს მოდგმიდან მოდგმამდე მის მოშიშთათვის“ (ლუკა, 1:46-50).
  
 +
რა თქმა უნდა, დღესასწაულის მთავარი თემა ბევრჯერ იმეორებს, რომ მარიამი შედის ტაძარში, რათა თავად გახდეს ღვთის ცოცხალი
 +
ტაძარი და, ამგვარად, საფუძველს უდებს [[ახალი აღთქმა|ახალ აღთქმას]], რომელშიც აღსრულდება უძველესი წინასაწარმეტყველება, რომ „უფლის საცხოვრისი ადამიანებთან ერთად იქნება“ და რომ თავად ადამიანი არის ერთადერთი ჭეშმარიტი ადგილი ღვთისმყოფობისა (ეზეკ. 37:27,155 იოანე, 14:15-23,156 საქმ. მოციქ. 7:47157).
  
 +
''„დღეს განგებულებისა ღმრთისა დასაბამი არს, და საუკუნითგან საიდუმლოსა მის აღსრულებისა დაწყება, რამეთუ ტაძარსა შინა ღმრთისასა ქალწული დაემკვიდრების, და ქრისტესა ყოველთა გვახარებს, ამას უღაღადოთ ხმა-მაღლად: გიხაროდენ განგებულებისა ღმრთისა აღსასრულო“'' ([[ტროპარი]]).
  
 +
''„ყოვლად-წმიდა ტაძარი მაცხოვრისა, მრავალ პატიოსანი იგი ქალწული, სამღუდელო საუნჯე დიდებისა ღმრთისა, დღეს შეიყვანების ტაძრად ღმრთისა, და მადლსა თანა შეიტანს სულისა წმიდისასა, რომელსა უგალობენ ანგელოსნი ღმრთისანი, რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცათა“'' ([[კონდაკი]]).
  
 +
[[მწუხრი|მწუხრზე]] იკითხება გამოსვლთა წიგნის მე-40 თავი, რომელიც კარავის მოწყობაზე მოგვითხრობს, მეფეთა მე-3 წიგნიდან მონაკვეთები და ეზეკიელის წინასწარმეტყველება. ყოველი ეს მონაკვეთი მთავრდება ერთნაირი სიტყვებით: „დიდებითა უფლისაჲთა აღივსო კარავი იგი“. ამ დღესასწაულზეც [[ძველი აღთქმა|ძველი აღთქმის]] საკითხავები დედა ღვთისმშობლის პირველსახეა. „უფლის დიდებას“ პირდაპირი მიმართება აქვს ღვთისმშობელთან, აღავსებს მას და მის შემდეგ ყველა ადამიანს, ყველას, „რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი“, როგორც აცხადებს სადღესასწაულო [[ლიტურგია|ლიტურგიის]] სახარება.
  
 +
ამრიგად, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული მოასწავებს დასრულებას იერუსალიმის ტაძრისა, როგორც ღვთისმყოფობის
 +
ადგილისა. ღვთისმშობლის სახით ჩვენც ვხდებით უფლის სამყოფელი და კარავი.
 +
 +
„რამეთუ თქუენ ტაძარნი ღმრთისა ცხოველისანი ხართ, ვითარცა თქუა ღმერთმან: დავიმკვიდრო და ვიქცეოდი მათ შორის და ვიყო მე მათდა ღმერთდა იგინი იყვნენ ჩემდა ერად“ (2 კორინთ. 6:16).
  
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილისი, 2013 წ.
+
[[მართლმადიდებლობის საფუძვლები]]
  
[[კატეგორია:რელიგია]]
+
[[კატეგორია:დღესასწაულები]]
[[კატეგორია:საუფლო დღესასწაულები]]
+
[[კატეგორია:რელიგიური დღესასწაულები]]
 +
[[კატეგორია:ქრისტიანული დღესასწაულები]]
 +
[[კატეგორია:მარიამ ღვთისმშობელი]]

მიმდინარე ცვლილება 15:05, 17 დეკემბერი 2019 მდგომარეობით

ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება, ფრესკა

ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება - დიდი საღვთისმშობლო დღესასწაული არის ღვთისმშობლის იერუსალიმის ტაძრად მიყვანება (21 ნოემბერი /4 დეკემბერი). ისევე, როგორც ღვთისმშობლისშობა, არც ეს დღესასწაული ეფუძნება უშუალოდ სახარების ან ისტორიულ მოწმობებს, მაგრამ ის იც აღვსილია მორწმუნე ქრისტიანისთვის უდიდესი სულიერი აზრით.

საღვთისმსახურო ტექსტებში საუბარია იმის შესახებ, რომ მშობლებმა სამი წლის გოგონა მარიამი ტაძარში მიიყვანეს, რათა ის იქ უფლისადმი მიძღვნილ ქალწულებთან ერთად გაზრდილიყო; და სატაძრო თემი, მღვდელ ზაქარიას, იოანე ნათლისმცემლის მამის, წინამძღოლობით საზეიმოდ დახვდა მას. გოგონა მიყვანილ იქნა წმინდა ადგილზე, რათა ყოფილიყო „ანგელოზთაგან გამოკვებილი“ და გამხდარიყო უფლის „წმინდათა წმინდა“, ცოცხალი საკურთხეველი და ტაძარი ღვთაებრივი ყრმისა, რომელიც მისგან იშვება.

სავსებით ნათელია, რომ 44-ე ფსალმუნიდან სიტყვები, რომელსაც ამ დღეებში ღვთისმსახურებაზე კითხულობენ, მარიამის იერუსალიმის ტაძარში მიყვანების ზეიმის მიძღვნას შთააგონებს:

„ისმინე ასულო, და იხილე, მომაპყარ ყური; და დაივიწყე შენი ერი და შენი მამის სახლი./ მოისურვა მეფემ შენი სილამაზე; რადგან თვით არის უფალი, ღმერთი შენი.../ მეფის ასულის მთელი დიდება შიგნითაა, შემკულია მოოქროვილი ქობით და ნაირგვარად შემოსილი./ მოიყვანენ მეფესთან ქალწულებს მის შემდგომ, მის მოყვასებს მოიყვანენ შენთან. / მოგგვრიან შენ გალობითა და სიხარულით და შეიყვანენ მათ მეფის ტაძარში. / შენს მამათა წილ იქნებიან შენი შვილები და დაადგენ მათ მთავრებად მთელს ქვეყანაზე. / გავიხსენებ შენს სახელს ყველა თაობაში; ამისთვის გაღიარებენ შენ ერები უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე“ (ფსალმ. 44:10-17)

ეკლესია ფსალმუნის ამ სიტყვებს უყურებს, როგორც წინასწარმეტყველებას, რომელიც საუბრობს უშუალოდ მარიამზე, უფლის დედაზე. თანახმად ლუკას სახარებისა, რომელიც ყოველი საღვთისმშობლო დღესასწაულის ღამისთევის ლოცვაზე იკითხება, თავად ღვთისმშობელი წარმოთქვამს შემდეგ სიტყვებს:

„და თქვა მარიამმა: ადიდებს სული ჩემი უფალს, და გაიხარა სულმა ჩემმა ღვთის მიმართ, ჩემი მაცხოვრისა, რადგან მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს, რადგან, აჰა, ამიერიდან შემომნატრებს მე ყოველი მოდგმა; რადგან ქმნა დიდებული ჩემთვის ძლიერმა და წმიდაა სახელი მისი, და წყალობა მისი იყოს მოდგმიდან მოდგმამდე მის მოშიშთათვის“ (ლუკა, 1:46-50).

რა თქმა უნდა, დღესასწაულის მთავარი თემა ბევრჯერ იმეორებს, რომ მარიამი შედის ტაძარში, რათა თავად გახდეს ღვთის ცოცხალი ტაძარი და, ამგვარად, საფუძველს უდებს ახალ აღთქმას, რომელშიც აღსრულდება უძველესი წინასაწარმეტყველება, რომ „უფლის საცხოვრისი ადამიანებთან ერთად იქნება“ და რომ თავად ადამიანი არის ერთადერთი ჭეშმარიტი ადგილი ღვთისმყოფობისა (ეზეკ. 37:27,155 იოანე, 14:15-23,156 საქმ. მოციქ. 7:47157).

„დღეს განგებულებისა ღმრთისა დასაბამი არს, და საუკუნითგან საიდუმლოსა მის აღსრულებისა დაწყება, რამეთუ ტაძარსა შინა ღმრთისასა ქალწული დაემკვიდრების, და ქრისტესა ყოველთა გვახარებს, ამას უღაღადოთ ხმა-მაღლად: გიხაროდენ განგებულებისა ღმრთისა აღსასრულო“ (ტროპარი).

„ყოვლად-წმიდა ტაძარი მაცხოვრისა, მრავალ პატიოსანი იგი ქალწული, სამღუდელო საუნჯე დიდებისა ღმრთისა, დღეს შეიყვანების ტაძრად ღმრთისა, და მადლსა თანა შეიტანს სულისა წმიდისასა, რომელსა უგალობენ ანგელოსნი ღმრთისანი, რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცათა“ (კონდაკი).

მწუხრზე იკითხება გამოსვლთა წიგნის მე-40 თავი, რომელიც კარავის მოწყობაზე მოგვითხრობს, მეფეთა მე-3 წიგნიდან მონაკვეთები და ეზეკიელის წინასწარმეტყველება. ყოველი ეს მონაკვეთი მთავრდება ერთნაირი სიტყვებით: „დიდებითა უფლისაჲთა აღივსო კარავი იგი“. ამ დღესასწაულზეც ძველი აღთქმის საკითხავები დედა ღვთისმშობლის პირველსახეა. „უფლის დიდებას“ პირდაპირი მიმართება აქვს ღვთისმშობელთან, აღავსებს მას და მის შემდეგ ყველა ადამიანს, ყველას, „რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი“, როგორც აცხადებს სადღესასწაულო ლიტურგიის სახარება.

ამრიგად, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული მოასწავებს დასრულებას იერუსალიმის ტაძრისა, როგორც ღვთისმყოფობის ადგილისა. ღვთისმშობლის სახით ჩვენც ვხდებით უფლის სამყოფელი და კარავი.

„რამეთუ თქუენ ტაძარნი ღმრთისა ცხოველისანი ხართ, ვითარცა თქუა ღმერთმან: დავიმკვიდრო და ვიქცეოდი მათ შორის და ვიყო მე მათდა ღმერთდა იგინი იყვნენ ჩემდა ერად“ (2 კორინთ. 6:16).


[რედაქტირება] წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები