უღელი ხატისა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „უღელი ხატისა“ გადაიტანა გვერდზე „ხატის უღელი“) |
15:49, 9 იანვარი 2020-ის ვერსია
უღელი ხატისა - ხატის უღელი, სხვადასხვა გასაჭირის დროს, მორწმუნე ხატს რაიმეს ტარებას აღუთქვამდა, მას განსაზღვრულ დრომდე ატარებდა და მერე ხატს შესწირავდა.
ამ თვალსაზრისით მთიანეთში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული იყო ხატის უღელი, რომელიც მზადდებოდა რკინისაგან და სხვადასხვა ზომის იყო. ზოგიერთი ასეთ უღელს ორ-სამ წელსაც ატარებდა. დადებული ვადის გასვლის შემდეგ ყელუღელიანი ქალი ან კაცი მივიდოდა შეთქმულ ხატში, მიიტანდა საწირავს (ნაზუქები, სანთელ-კელაპტრები), დეკანოზი შეხსნიდა უღელს და ხატის ნიშში შედებდა. ამის შემდეგ ადამიანი ხატის მონობისაგან თავისუფალი იყო. ასეთივე დანიშნულების იყო კისერზე დასადები მძიმე ჯაჭვები (ჯაჭვი ხატისა).
- თ.ნ.
