ფეჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
16:30, 12 თებერვალი 2020-ის ვერსია
ფეჩა − ქალის პირისახეზე ჩამოსაფარებელი აბრეშუმის ქსოვილი, რიდე, პირბადე. თედო სახოკია: „ქალებს თავზე შემოკრული აქვთ თავის ჩითივით იზმა, ზემოთ თავის გარშემო ლეჩაქი, რომლის ერთი ყური წელზეა გადაშვებული, წინ სახეზე შემოკრული აქვთ სინათლის სანახავად თხელი მანდილი, − ფეჩა. ყველა ამის გარეშე გადაფარებული აქვს თეთრი ჩადრი თავის დასამალავად”.