საყბური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''საყბური''' − სამკაულის ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც ყბაზე ქვემ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 10: ხაზი 10:
 
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==
 
სამსონია, 2005:83; ჯავახიშვილი, 1962.
 
სამსონია, 2005:83; ჯავახიშვილი, 1962.
 +
==წყარო==
 +
[[ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა]]
 +
 
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
 
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
[[კატეგორია:სამკაულები]]
+
[[კატეგორია:სამკაული]]
 +
[[კატეგორია:სამკაული აჭარაში]]

მიმდინარე ცვლილება 11:27, 13 თებერვალი 2020 მდგომარეობით

საყბური − სამკაულის ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც ყბაზე ქვემოდან შემოტარებით თავსაბურავზე, ლეჩაქზე იმაგრებდნენ.

საყბურად ქარვისა და სხვადასხვა ფერის წვრილი მძივების გრეხილს იყენებდნენ. მძივებს ძეწკვზე ანდა წვრილ ძაფზე ასხამდნენ, შემდეგ რამდენიმე ასხმას ერთმანეთზე გადაგრიხავდნენ და საყბურის ბოლოებს ფენის ნაპირებზე მიამაგრებდნენ. პატარძალი საყბურს ოცდაათ წლამდე ატარებდა. ნაირფერი წვრილი მძივებით და ლითონის პატარა ფირფიტებით ლეჩაქის წინა ნაწილი იმკობოდა.

თავსამკაულის ეს სახეობა ძველ საქართველოში ცნობილი იყო „საყბეურის” სახელწოდებით. მაგალითად მზითვის წიგნში, რომელიც ქსნის ერისთავის ასულს ანას ეკუთვნოდა, ნათქვამია: „გამოგვიტანებია პატიოსანი გაიდელი მისის საყბეურითა”. საყბეურის მორთულობა მოცემული იყო ანუკა ბატონიშვილის 1712 წლის მზითვის წიგნშიც: − „გამდელი ერთი ... კარგითა და პატიოსანის მარგალიტის საყბეურითა”.



[რედაქტირება] ლიტერატურა

სამსონია, 2005:83; ჯავახიშვილი, 1962.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები