შიბლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''შიბლა / შიბილა''' ''(ბალყ.-ყარაჩ. Шыбла/Шыбыла – „მეხი“)'' – ელვა-მეხის პერსონიფიცირებული ღვთაება, ღმერთის (თეირის) ხელი (Тейрини къолу Шыбыла-от), ალაჰის ცეცხლოვანი ჯოხი (Шыбыла Аллахны от-таягъыды) ბალყარელებისა და ყარაჩელების რწმენა-წარმოდგენების თანახმად. პირველი საგაზაფხულო ჭექა-ქუხილის დროს ამბობდნენ: „თუ მეხი დაარტყამს, სასიცოცხლო ძალები გამოიღვიძებენ. ამისგან კი მიწას საფარველი მოშორდება და ყვავილები აყვავდებიან“. ამ დღეს – „შიბლას დღეს“ – ბავშვები ყველა ოჯახს შემოივლიდნენ საწესო სიმღერით:  
+
'''შიბლა / შიბილა''' ''(ბალყ.-ყარაჩ. Шыбла/Шыбыла – „მეხი“)'' – ელვა-მეხის პერსონიფიცირებული ღვთაება, ღმერთის (თეირის) ხელი (Тейрини къолу Шыбыла-от), ალაჰის ცეცხლოვანი ჯოხი (Шыбыла Аллахны от-таягъыды) ბალყარელებისა და ყარაჩელების რწმენა-წარმოდგენების თანახმად. პირველი საგაზაფხულო ჭექა-ქუხილის დროს ამბობდნენ: „თუ მეხი დაარტყამს, სასიცოცხლო ძალები გამოიღვიძებენ. ამისგან კი მიწას [[საფარველი]] მოშორდება და ყვავილები აყვავდებიან“. ამ დღეს – „შიბლას დღეს“ – ბავშვები ყველა ოჯახს შემოივლიდნენ საწესო სიმღერით:  
  
 
:::შიბლა, შიბლა, შიბლა,
 
:::შიბლა, შიბლა, შიბლა,
ხაზი 18: ხაზი 18:
  
 
მ. კარაკეტოვი მიიჩნევს, რომ ყარაჩაულ და ბალყარულ ენებში „მეხის“ აღმნიშვნელი ტერმინი шыбыла/шибла იუდეურიდან მომდინარეობს.
 
მ. კარაკეტოვი მიიჩნევს, რომ ყარაჩაულ და ბალყარულ ენებში „მეხის“ აღმნიშვნელი ტერმინი шыбыла/шибла იუდეურიდან მომდინარეობს.
 +
  
  
ხაზი 24: ხაზი 25:
 
* Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995;
 
* Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995;
 
* Каракетов Д. М. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.
 
* Каракетов Д. М. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.
 
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

15:31, 26 თებერვალი 2020-ის ვერსია

შიბლა / შიბილა (ბალყ.-ყარაჩ. Шыбла/Шыбыла – „მეხი“) – ელვა-მეხის პერსონიფიცირებული ღვთაება, ღმერთის (თეირის) ხელი (Тейрини къолу Шыбыла-от), ალაჰის ცეცხლოვანი ჯოხი (Шыбыла Аллахны от-таягъыды) ბალყარელებისა და ყარაჩელების რწმენა-წარმოდგენების თანახმად. პირველი საგაზაფხულო ჭექა-ქუხილის დროს ამბობდნენ: „თუ მეხი დაარტყამს, სასიცოცხლო ძალები გამოიღვიძებენ. ამისგან კი მიწას საფარველი მოშორდება და ყვავილები აყვავდებიან“. ამ დღეს – „შიბლას დღეს“ – ბავშვები ყველა ოჯახს შემოივლიდნენ საწესო სიმღერით:

შიბლა, შიბლა, შიბლა,
მთაზე თამაშობს,
ჩვენთან უბედურებას არ უშვებს,
ერთი შენი ლოყა – დღეა,
მეორე შენი ლოყა – ღამე,
შენი დღე – აქეთ, შენი დღე – აქეთ,
შენი ღამე – იქეთ, შენი ღამე – იქეთ.

ან კიდე:

ეს თვე – თოთურის თვეა,
დე, შენს სახლში ბარაქა იყოს,
დე, (შენი) გაზაფხული კეთილი იყოს.

საამდღისო წეს-ჩვეულებები, რომლის დროსაც ხალხი შიბლას მოსავლის სიუხვესა და საქონლის გამრავლებას შესთხოვდა, თანხლებული იყო თეატრალიზებული, სანახაობითი ელემენტებით: ცეკვა-სიმღერით (სრულდებოდა ცეკვა „შიბლა“), სპორტული თამაშობებით, ცხოველთა ნიღბებში გამოწყობილი პერსონაჟების კარნავალით, რომლებშიც ყველა სქესისა და ასაკის ადამიანები მონაწილეობდნენ.

მ. კარაკეტოვი მიიჩნევს, რომ ყარაჩაულ და ბალყარულ ენებში „მეხის“ აღმნიშვნელი ტერმინი шыбыла/шибла იუდეურიდან მომდინარეობს.


ლიტერატურა

  • Джуртубаев М. Ч. Древние верования балкарцев и карачаевцев. Нальчик, 1991;
  • Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995;
  • Каракетов Д. М. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები