ამირეჯიბი ჭაბუა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჭაბუა ამირეჯიბი''' '''ამირეჯიბი მზეჭაბუკ (ჭა...)
 
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ამირეჯიბი ჭაბუა“ გადაიტანა გვერდზე „ამირეჯიბი მზეჭაბუკ“)

17:31, 11 მარტი 2020-ის ვერსია

ჭაბუა ამირეჯიბი

ამირეჯიბი მზეჭაბუკ (ჭაბუა)(დ. 18 ნოემბერი, 1921, თბილისში – გ. 12 დეკემბერი, 2013). რომანების, მოთხრობების, საბავშვო იგავ-არაკების, პუბლიცისტური სტატიების ავტორი; მიენიჭა სახალხო მწერლის წოდება. სახელმწიფო, შოთა რუსთაველის და დავით გურამიშვილის პრემიების ლაურეატი; ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე; ვახტანგ გორგასლის, ღირსების და წმინდა გიორგის ოქროს ორდენის კავალერი.

განათლებათბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის არასრული კურსი.

სამუშაო გამოცდილება

  • არალეგალური ანტისაბჭოთა ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ ერთ-ერთი დამაარსებელი.
  • სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992);
  • თავდაცვის ფონდის თავმჯდომარე (1992-95).
  • საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1994-95): საკომპენსაციო სიით, საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირი.
  • საქართველოს მწერალთა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრი;

პოლიტპატიმარი (1944-59). 2010 წელს აღიკვეცა ბერად (ბერი დავითი). დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები