ბახტაძე დემურ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ბახტაძე დემურ“ გადაიტანა გვერდზე „დემურ ბახტაძე“) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „დემურ ბახტაძე“ გადაიტანა გვერდზე „ბახტაძე დემურ“ გადამისამართ...) |
23:47, 14 მარტი 2020-ის ვერსია
დემურ ბახტაძე – დაიბადა 1939 წლის 6 აპრილს თბილისში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მონოგრაფიებისა და სამეცნიერო ნაშრომების ავტორი; თსუ პროფესორი; ღირსების ორდენის კავალერი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (1965); ასპირანტურა (1972).
სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95) საკომპენსაციო სიით, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიისაგან; ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნულ უმცირესობათა საქმეების ქვეკომისიის თავმჯდომარე.