პურუშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''პურუშა''' – (ინდ.) „ადამიანი“, დასაბამიერი, პირველქმნილი ათას...)
 
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 14: ხაზი 14:
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:ინდური მითები]]
 
[[კატეგორია:ინდური მითები]]
 +
[[კატეგორია:კოსმოგონიური მითები]]
 +
[[კატეგორია:პირველკაცები]]
 +
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]

მიმდინარე ცვლილება 15:30, 28 ივნისი 2017 მდგომარეობით

პურუშა – (ინდ.) „ადამიანი“, დასაბამიერი, პირველქმნილი ათასთავა, ათასთვალა, ათასფეხა ადამიანი, რომელიც ღმერთებმა დააბეს როგორც სამსხვერპლო პირუტყვი და მსხვერპლად დაკლეს, რათა მისი ნაწილებისგან სამყარო შეექმნათ. მისი ბაგეებისგან მათ ბრაჰმანებიქურუმები შექმნეს, რადგან მათთვის, როგორც მგალობელთა და შემლოცველთათვის, მთავარია ბაგეები; ხელებისგან – მეფეები, რადგან ხელი ძალაუფლების ნიშანია, თეძოებისგან – ქშატრიები ანუ მეომრები, ამიტომაც მათ თეძოზე სულ მუდამ იარაღი აქვთ მიბჯენილი, ფეხებისგან – შუდრები ანუ უბრალო ხალხი, ისინი ხომ, როგორც მსახურნი, მუდამ ფეხზე დგანან ან მიმოდიან. პურუშას გონებისგან მთვარე წარმოიშვა, თვალისგან – მზე, პირისგან – ინდრა და აგნი, სუნთქვისგან – ქარი, თავიდან ცა წარმოიშვა, ჭიპისგან – ჰაერის სივრცე, ყურებისგან ქვეყნის ოთხი კუთხე შეიქმნა, ტერფები კი მიწად გარდაიქმნა.


[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები