ფსიქე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ფსიქე''' – ''(ბერძნ.)'' ადამიანური სულის განსახიერება. მას წარმო...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ფსიქე''' – ''(ბერძნ.)'' ადამიანური სულის განსახიერება. მას წარმოსახავდნენ პეპლის ან პეპლისფრთებიანი გოგონას
+
[[ფაილი:Amuri da fsiqea.jpg|thumb|250პქ|ამური და ფსიქეა. ანტონიო კანოვა, ლუვრი.]]
სახით. სულის ეს გამოსახულება ძვ. წ. V–IV საუკუნეებიდან ჩნდება ბერძნულ ხელოვნებაში. უფრო ადრე კი სული, რომელიც
+
'''ფსიქე''' – ''(ბერძნ.)'' ადამიანური სულის განსახიერება. მას წარმოსახავდნენ პეპლის ან პეპლისფრთებიანი გოგონას სახით. სულის ეს გამოსახულება ძვ. წ. V–IV საუკუნეებიდან ჩნდება ბერძნულ ხელოვნებაში. უფრო ადრე კი სული, რომელიც ადამიანს ტოვებდა, ჩიტად ან ბოლად წარმოედგინათ ბერძნებს.  
ადამიანს ტოვებდა, ჩიტად ან ბოლად წარმოედგინათ ბერძნებს. მწერალმა აპულეუსმა (ახ.წ. 124 წ.) თავის „[[მეტამორფოზები|მეტამორფოზებში]]“ გააერთიანა სხვადასხვა ხალხში არსებული თქმულებები ფსიქეზე და მშვენიერი საბედოს პოეტური სახე შექმნა:
+
 
ოდესღაც ერთ სამეფოში ცხოვრობდა მეფის ასული ფსიქე. იგი ისეთი ლამაზი იყო, რომ მის მხილველებს [[აფროდიტე]] ავიწყდებოდათ. განრისხებულმა ქალღმერთმა თავისი შვილი [[ეროსი]] იხმო და უბრძანა, ფსიქე ქვეყნად არსებული უსაზარლესი
+
მწერალმა აპულეუსმა (ახ.წ. 124 წ.) თავის „[[მეტამორფოზები|მეტამორფოზებში]]“ გააერთიანა სხვადასხვა ხალხში არსებული თქმულებები ფსიქეზე და მშვენიერი საბედოს პოეტური სახე შექმნა:
ურჩხულისადმი საბედისწერო სიყვარულის გრძნობით აღენთო. სიხარულით მიიღო ოინთა მოყვარე პატარა ღვთაებამ ეს დავალება, მაგრამ იხილა თუ არა ქალწული, მისი მშვენებით მოხიბლულმა საკუთარი თავი შეაყვარა. ეროსმა ფსიქეს დიდებული სასახლე
+
ოდესღაც ერთ სამეფოში ცხოვრობდა მეფის ასული ფსიქე. იგი ისეთი ლამაზი იყო, რომ მის მხილველებს [[აფროდიტე]] ავიწყდებოდათ. განრისხებულმა ქალღმერთმა თავისი შვილი [[ეროსი]] იხმო და უბრძანა, ფსიქე ქვეყნად არსებული უსაზარლესი ურჩხულისადმი საბედისწერო სიყვარულის გრძნობით აღენთო. სიხარულით მიიღო ოინთა მოყვარე პატარა ღვთაებამ ეს დავალება, მაგრამ იხილა თუ არა ქალწული, მისი მშვენებით მოხიბლულმა საკუთარი თავი შეაყვარა. ეროსმა ფსიქეს დიდებული სასახლე უძღვნა. მიმწუხრებისას იქ ხვდებოდნენ ერთმანეთს შეყვარებულები. არასოდეს უნახავს მეფის ასულს თავისი მეტრფე, რადგან ეროსმა გააფრთხილა, რომ მისი ხილვა უბედურებას მოუტანდა. ფსიქემ ეს ამბავი დებს გაუმხილა. ისინი კი, შურით აღძრულნი დასცინოდნენ, შენი სატრფო, ალბათ, შემზარავი ურჩხულიაო. ფსიქე დაეჭვდა და ერთხელ, ღამით, ცნობისწადილით აღელვებულმა აანთო ბაზმა. ეროსის ღვთაებრივი სილამაზით გაოგნებულს ხელი აუკანკალდა და მძინარე ღმერთს დააწვეთა ცხელი ზეთი. ეროსი გამოფხიზლდა და წამისუმალ გაქრა. გაქრა დიდებული სასახლეც და მეფის ასული უდაბურ კლდეზე აღმოჩნდა. მას მრავალი მწუხარებითა და სალმობით სჯიდა აფროდიტე. მაგრამ ეროსი, რომელსაც ისევ უყვარდა იგი, ამშვიდებდა და იფარავდა. შეეცოდა
უძღვნა. მიმწუხრებისას იქ ხვდებოდნენ ერთმანეთს შეყვარებულები. არასოდეს უნახავს მეფის ასულს თავისი მეტრფე, რადგან ეროსმა გააფრთხილა, რომ მისი ხილვა უბედურებას მოუტანდა. ფსიქემ ეს ამბავი დებს გაუმხილა. ისინი კი, შურით აღძრულნი დასცინოდნენ, შენი სატრფო, ალბათ, შემზარავი ურჩხულიაო. ფსიქე დაეჭვდა და ერთხელ, ღამით, ცნობისწადილით აღელვებულმა
+
აანთო ბაზმა. ეროსის ღვთაებრივი სილამაზით გაოგნებულს ხელი აუკანკალდა და მძინარე ღმერთს დააწვეთა ცხელი ზეთი. ეროსი
+
გამოფხიზლდა და წამისუმალ გაქრა. გაქრა დიდებული სასახლეც და მეფის ასული უდაბურ კლდეზე აღმოჩნდა. მას მრავალი მწუხარებითა და სალმობით სჯიდა აფროდიტე. მაგრამ ეროსი, რომელსაც ისევ უყვარდა იგი, ამშვიდებდა და იფარავდა. შეეცოდა
+
 
მეხთამტყორცნელ [[ზევსი|ზევსს]] შეყვარებულები და ფსიქე აღაზევა [[ოლიმპოსი|ოლიმპოსზე]], სადაც იგი ეროსს შეეუღლა.
 
მეხთამტყორცნელ [[ზევსი|ზევსს]] შეყვარებულები და ფსიქე აღაზევა [[ოლიმპოსი|ოლიმპოსზე]], სადაც იგი ეროსს შეეუღლა.
  
ფსიქეს ეს პოეტური მითოსი აისახა მოქანდაკეთა (კანოვა, ტორვალდსენი), მხატვართა (რაფაელი, ჯულიო რომანო), დრამატურგთა
+
ფსიქეს ეს პოეტური მითოსი აისახა მოქანდაკეთა (კანოვა, ტორვალდსენი), მხატვართა (რაფაელი, ჯულიო რომანო), დრამატურგთა (მოლიერი), პოეტთა (ლაფონტენი, ბოგდანოვიჩი) თუ კომპოზიტორთა (ლიული, ფრანკი) შემოქმედებაში.
(მოლიერი), პოეტთა (ლაფონტენი, ბოგდანოვიჩი) თუ კომპოზიტორთა (ლიული, ფრანკი) შემოქმედებაში.
+
  
  
ხაზი 20: ხაზი 16:
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 +
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]

მიმდინარე ცვლილება 14:27, 3 ივლისი 2017 მდგომარეობით

ამური და ფსიქეა. ანტონიო კანოვა, ლუვრი.

ფსიქე(ბერძნ.) ადამიანური სულის განსახიერება. მას წარმოსახავდნენ პეპლის ან პეპლისფრთებიანი გოგონას სახით. სულის ეს გამოსახულება ძვ. წ. V–IV საუკუნეებიდან ჩნდება ბერძნულ ხელოვნებაში. უფრო ადრე კი სული, რომელიც ადამიანს ტოვებდა, ჩიტად ან ბოლად წარმოედგინათ ბერძნებს.

მწერალმა აპულეუსმა (ახ.წ. 124 წ.) თავის „მეტამორფოზებში“ გააერთიანა სხვადასხვა ხალხში არსებული თქმულებები ფსიქეზე და მშვენიერი საბედოს პოეტური სახე შექმნა: ოდესღაც ერთ სამეფოში ცხოვრობდა მეფის ასული ფსიქე. იგი ისეთი ლამაზი იყო, რომ მის მხილველებს აფროდიტე ავიწყდებოდათ. განრისხებულმა ქალღმერთმა თავისი შვილი ეროსი იხმო და უბრძანა, ფსიქე ქვეყნად არსებული უსაზარლესი ურჩხულისადმი საბედისწერო სიყვარულის გრძნობით აღენთო. სიხარულით მიიღო ოინთა მოყვარე პატარა ღვთაებამ ეს დავალება, მაგრამ იხილა თუ არა ქალწული, მისი მშვენებით მოხიბლულმა საკუთარი თავი შეაყვარა. ეროსმა ფსიქეს დიდებული სასახლე უძღვნა. მიმწუხრებისას იქ ხვდებოდნენ ერთმანეთს შეყვარებულები. არასოდეს უნახავს მეფის ასულს თავისი მეტრფე, რადგან ეროსმა გააფრთხილა, რომ მისი ხილვა უბედურებას მოუტანდა. ფსიქემ ეს ამბავი დებს გაუმხილა. ისინი კი, შურით აღძრულნი დასცინოდნენ, შენი სატრფო, ალბათ, შემზარავი ურჩხულიაო. ფსიქე დაეჭვდა და ერთხელ, ღამით, ცნობისწადილით აღელვებულმა აანთო ბაზმა. ეროსის ღვთაებრივი სილამაზით გაოგნებულს ხელი აუკანკალდა და მძინარე ღმერთს დააწვეთა ცხელი ზეთი. ეროსი გამოფხიზლდა და წამისუმალ გაქრა. გაქრა დიდებული სასახლეც და მეფის ასული უდაბურ კლდეზე აღმოჩნდა. მას მრავალი მწუხარებითა და სალმობით სჯიდა აფროდიტე. მაგრამ ეროსი, რომელსაც ისევ უყვარდა იგი, ამშვიდებდა და იფარავდა. შეეცოდა მეხთამტყორცნელ ზევსს შეყვარებულები და ფსიქე აღაზევა ოლიმპოსზე, სადაც იგი ეროსს შეეუღლა.

ფსიქეს ეს პოეტური მითოსი აისახა მოქანდაკეთა (კანოვა, ტორვალდსენი), მხატვართა (რაფაელი, ჯულიო რომანო), დრამატურგთა (მოლიერი), პოეტთა (ლაფონტენი, ბოგდანოვიჩი) თუ კომპოზიტორთა (ლიული, ფრანკი) შემოქმედებაში.



[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები